შინაარსზე გადასვლა

მაგნიტუდა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიწისძვრის მაგნიტუდა — ერჭეული, ენერგიის მახასიათებელი, რომელიც მიწისძვრის დროს გამოიყო სეისმიური ტალღების სახით. მაგნიტუდის პირველი სკალა 1935 წელს წარადგინა ამერიკელმა სეისმოლოგმა ჩარლზ რიხტერმა, ამიტომ ჩვეულებრივ მაგნიტუდას „რიხტერის სკალას“ უწოდებენ.

რიხტერის სკალა მოიცავს პირობით ერთეულებს (1-დან 9-ს ჩათვლით) - მაგნიტუდებს, რომლებიც სეისმოგრაფის მიერ რეგისტრირებული ძვრით გამოითვლება. ამ სკალას ხშირად მიწისძვრის ძალის შეფასების სკალას აიგივებენ (12 ბალიანი), რომელიც დაფუძვნებულია მიწისძვრის გარე გავლენით (ადამიანზე გავლენა, შენობებზე, ცხოველებზე, საგნებსა და სხვა ობიექტებზე). როდესაც მიწისძვრა ივლენს თავს, ჯერ რეგისტრირდება მისი მაგნიტუდა, რომელიც სეისმოგრაფის მიერ იზომება, და არა ინტენსივობა, რომელიც გაირკვევა მოგვიანებით, როდესაც მიიღებენ ინფორმაციას მოვლენებზე.

სწორი გამოყენება: „მიწისძვრა მაგნიტუდით 6,0“.

ძველი გამოყენება: „მიწისძვრა 6 ბალის სიმძლავრით რიხტერის შკალით“.

არასწორი გამოყენება: „მიწისძვრა 6 ბალის მაგნიტუდით“, „მიწისძვრა 6 ბალის მაგნიტუდით რიხტერის შკალით“.

რიხტერმა მიწისძვრის სიძლიერს (მის ეპიცენტრში) ათვლისთვის მეცნიერებს შესთავაზა ნემსას გადაადგილების ათობითი ლოგარითმი (მიკრომეტრებში) სტანდარტულ სეისმოგრაფში, რომელიც ეპიცენტრიდან 600 კილომეტრამდეა დაშორებული: სადაც f — მაკორექტირებელი ფუნქცია, რომელიც გამოითვლება ცხრილით, ეპიცენტრიდან დაშორებასთან დამოკიდებულებაში. მიწისძვრის ენერგია დაახლოებით პროპორციულია , ე.ი. მაგნიტუდის გაზრდა 1 ნიშნულით შეესაბამება ამპლიტუდის ზრდას 10-ჯერ და ენერგიის გაზრდას 32-ჯერ.

ამ სკალას გააჩნდა მნიშვნელოვანი ნაკლები:

  • გრადუირებისტვის რიხტერი იყენებდა სამხრეთ კალიფორნიის მცირე და საშუალო მიწისძვრებს, რომლების კერის დაბალი სირღმით გამოირჩევა.
  • აპარატული შეზღუდვების გამო რიხტერის სკალა 6,8 ნიშნულით იზღუდებოდა.
  • გაზომვის შეთავაზებული ხერხი აღრიცხავდა მხოლოდ ზედაპირულ ტალღებს, როდესაც მიწისძვრები სირღმეში ენერგიის უმეტესობა სივრცული ტალღით გამოიყოფოდა.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რიხტერის სკალა დაიხვეწა. ამ მომენტისთვის არსებობს რამდენიმე შკალის წარმოშობილი, უმთავრესები მათ შორის არიან:

სივრცული ტალღების მაგნიტუდა

სადაც A — მიწის რხევის ამპლიტუდა (მიკრომეტრებში), T — ტალღის პეროიდი (წამებში), და Q — კორექცია, რომელიც ეპიცენტრიდან მანძილს D და კერის სირღმეს h ასახავს.

ეს შკალები ვერ მუშაობა ძლიერ მიწისძვრებთან. მისი პიკია - 8M.

სეისმური მომენტი და კანამორის სკალა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს სეისმოლოგმა ჰირო კანამორიმ წარადგინა მიწისძვრის ინტენსივობის პრინციპიალურად განსხვავებული შეფასება, რომელიც დაფუძვნებულია „სეისმიური მომენტის“ მცნებაზე.

სეისმიური მომენტი განისაზღვრება როგორც , სადაც

  • μ — მთის ძვრის მოდული, დაახლოებით 30 გპა;
  • S — ფართი, რომელზეც ბზარებია შემჩნეული;
  • u — საშუალო ზვრა ბზარების გასწვრივ.

ასე რომ, სი-ს ერთეულებში სეისმური მომენტის ზომა Pa × м² × м = Н × м.

მაგნიტუდა კანამორის მიხედვით განისაზღვრება როგორც

სადაც M0 — სეისმური მომენტია, რომელიც გამოიხატება Н × м.

კანამორის სკალა კარგად ეხამება ადრინდელ შკალებს, როდესაც და საუკეთესოა ძლიერი მიწისძვრების შესაფასებლად.

მიწისძვრის ენერგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზომვის რამდენიმე განსხვავებული სახეობა გვაძლევს იდეალურთან მიახლოვებულ ენერგეტიკულ სკალას:

სადაც E — მიწისძვრის ენერგია ჯოულებში.

სეისმური ენერგია, რომელიც 1 მეგატონის ბირთვული აფეთქებისას გამოიყოფა, 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ექვივალენტურია. აღსანიშნავია რომ აფეთქების ენერგიის მცირე ნეწილი გარდაიქმნება სეისმურ რხევებში.

განსხვავებული მაგნიტუდის მიწისძვრების სიხშირე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით:

  • 1 მიწისძვრა 8,0 ან მეტი მაგნიტუდის ხდება;
  • 10 — მაგნიტუდის 7,0—7,9;
  • 100 — მაგნიტუდის 6,0—6,9;
  • 1000 — მაგნიტუდის 5,0—5,9.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაგნიტუდა“-დან