შინაარსზე გადასვლა

მისტეკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მისტეკების ფირუზის ნიღაბი მონტე-ალბანადან
მისტეკების დამწერლობის მაგალითი

მისტეკები (ესპ. Mixtecos) — ძველი მესოამერიკული ერი, მექსიკის შტატ ოახაკასა და მის ჩრდილოეთით მდებარე შტატებში დასახლებული. დასახელება „მისტეკები“ ნაუატლიდან თარგმანში ნიშნავს „ერი ღრუბლების ქვეყნიდან“. საერთო რაოდენობა — დაახლოებით 270 ათასი ადამიანი. საუბრობენ მისტეკურ ენაზე, ასევე გავრცელებულია ესპანური ენა.

მისტეკები იყვნენ მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი კულტურის მატარებლები სამხრეთ მექსიკაში. VII საუკუნეში მისტეკებმა თავიანთი კულტურის აყვავებას მიაღწიეს. ისინი ცნობილნი იყვნენ ხშირი ომებით საპოტეკების წინააღმდეგ. 1455 წელს მისტეკები აცტეკებმა დაიპყრეს.

მისტეკები მარჯვე ხელოსნები იყვნენ, მათი ნაკეთობები ძვირად ფასობდნენ მეზობელ ქვეყნებში. ისინი აწარმოებდნენ ნათელი საღებავებით შეღებილ კერამიკის ნაკეთობებს, ქმნიდნენ ძვირფას ფირუზის მოზაიკებს და იყვნენ მეტალის დამუშავების ოსტატები. მრავალრიცხოვანი არტეფაქტების ნამარხები, რომლებიც მოწმობდნენ მეტალების დამუშავების მაღალ ოსტატობაზე, აღმოაჩინეს მონტე-ალბანში. მისტეკების კულტურული გავლენა გავრცელდა ჩოლულაშიც. მისტეკებს ჰქონდათ საკუთარი იდეოგრაფიული დამწერლობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]