ლუის ბარაგანი
ლუის ბარაგანი | |
---|---|
![]() | |
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 9 მარტი, 1902[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | გვადალახარა[10] |
გარდ. თარიღი | 22 ნოემბერი, 1988[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | მეხიკო[11] [10] |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი[9] და ქალაქთმშენებელი |
მოქალაქეობა |
![]() |
მნიშვნელოვანი პროექტები | ლუის ბარაგანის სახლი და სტუდია |
ჯილდოები | პრიცკერის პრემია და ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული პრემია |
ლუის ბარაგანი (ესპ. Luis Barragán; დ. 9 მარტი, 1902, გვადალახარა — გ. 22 ნოემბერი, 1988, მეხიკო) — XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი მექსიკელი არქიტექტორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განათლებით ინჟინერმა 1923 წელს ინჟინერთა თავისუფალი სკოლა დაამთავრა და არქიტექტორობა თავად შეისწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ ბევრს მოგზაურობს ესპანეთში, საფრანგეთში (სადაც ლე კორბუზიეს ლექციებს ესწრება) და მაროკოში. 1927–1936 წლებში არქიტექტურულ პრაქტიკას მისდევს გვადალახარაში, შემდეგ კი მეხიკოში გადადის.
ბარაგანმა შექმნა არქიტექტურული ენა, რომელშიც მოდერნიზმი გაერთიანებული იყო მექსიკის კოლონიალურ და ესპანელებამდელ არქიტექტურასთან. მასზე დიდ გავლენას იმ დროის ევროპული მოდერნიზმი ახდენს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მექსიკის სოფლისა და ბაღების პოპულარული არქიტექტურა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გეომეტრიული სივრცეები ზედმიწევნით წმინდა იყო სწორი სიბრტყეებისა და მოცულობების გამოყენებით, ის მათ ბუნებრივი მასალით ქმნიდა (მაგ. სამშენებლო ქვა და ხე), რაც მათ განუმეორებელ იერს ანიჭებდა. მის მიერ სინათლისა და წყლის გამოყენების ტექნიკა უნიკალურია, რაც ნათლად ჩანს მის მიერ შექმნილ საცხოვრებელ ინტერიერებსა და შადრევნებში.
ბარაგანის ხელწერა გახდა ტიპური, მაღალი (3.5 მ) ფერადი კედლები, რომლებიც მან ტრადიციული მექსიკური სახლისგან ისესხა. ესთეტიურობის მისეული აღქმა ბარაგანს საშუალებას აძლევდა შეექმნა როგორც ურბანული ცენტრები, ასევე ავეჯი და ბაღები.
1980 წელს ბარაგანი პრიცკერის პრემიის მეორე გამარჯვებული გახდა. მისი სახლი და სტუდია, აგებული 1948 წელს მეხიკოში, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს 2004 წელს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Luis Barragan's house and studio (ესპანური)
- Barragán's Pritzker Prize citation
- Artists Rights Society, Barragán's U.S. Copyright Representatives
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 5.0 5.1 Eggener K. Barragán (Morfín), Luis (Ramiro) // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4 — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T006486
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — doi:10.1515/AKL
- ↑ 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 10.0 10.1 http://www.casaluisbarragan.org/eng/en_luisbarragan.html
- ↑ Union List of Artist Names — 2018.
|