მეხიკოს ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეხიკოს ველის მეცხრამეტე საუკუნის ნახატი.
მეხიკოს ველის ტბების სისტემა ესპანური დაპყრობის დროს, 1519 წლისთვის.
მეხიკოს აუზი, 1519 წ.

მეხიკოს ველი (ესპ. Valle de México) — მაღალმთიანი პლატო ცენტრალურ მექსიკაში; უხეშად ემთხვევა თანამედროვე ფედერალურ ოლქსა და მეხიკოს შტატის აღმოსავლეთ ნახევარს. მთებითა და ვულკანებით შემოსაზღვრული მეხიკოს ველი რამდენიმე კოლუმბამდელი ცივილიზაციის ცენტრს წარმოადგენდა, მათ შორის იყვნენ ტეოტიუაკანები, ტოლტეკები და აცტეკები. უძველესი აცტეკური ტერმინი ანაუაკი (მიწა წყლებს შორის) და სიტყვათწყობა მეხიკოს აუზი, იმ დროისათვის მეხიკოს ველის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. მეხიკოს აუზი განთქმული ადგილი მას შემდეგ გახდა, რაც იქ ადრეკლასიკური მესოამერიკული კულტურების განვითარება დაიწყო.

მეხიკოს ველი მდებარეობს ტრანს-მექსიკურ ვულკანურ სარტყელში.[1][2] ველი მოიცავს მეხიკოს აგლომერაციის უმეტეს ნაწილს, ასევე მეხიკოს, იდალგოს, ტლასკალისა და პუებლის შტატების ნაწილს. მეხიკოს ველი შეიძლება დაიყოს ოთხ აუზად, რომელთა შორის უდიდესი და უკეთ შესწავლილი ის ნაწილია, რომელზეც ქალაქი მეხიკო მდებარეობს. სწორედ ეს ნაწილი ასოცირდება ძირითადად ტერმინ „მეხიკოს ველთან“.[3] ველის მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2 200 მეტრია და გარსშემორტყმულია 5 000 მეტრი სიმაღლის მთებითა და ვულკანებით.[4] მეხიკოს ველი ჩაკეტილია, მთებიდან წამოსული წყლისთვის არ არსებობს რაიმე ბუნებრივი დინება, ჩრდილოეთით განფენილია მაგიდა მთა. ამ მოწყვლად წყალგამყოფში, მეოცე საუკუნის ბოლოსთვის ყველა ადგილობრივი თევზი ამოწყდა.[5] ჰიდროლოგიურად, ველს სამი მახასიათებელი გააჩნია. პირველი მათგანია ამჟამად დამშრალი ტბების ხუთი აუზი; სხვა მახასიათებლებს შორისაა მთისწინები და მთის ქედები, რომლებიც იმ ნალექებს აგროვებს, რომლებიც შემდეგ ტბების არეალისაკენ მიემართება. ეს უკანასკნელი ორი შეიმჩნევა ველის ოთხივე ქვეაუზში.[1][3] დღეისათვის, მეხიკოს ველი ხელოვნური არხების საშუალებით მდინარე ტულაში იცლება, რომელიც შემდეგ მდინარე პანუკოში ჩაედინება, ეს უკანასკნელი კი მექსიკის ყურეში. ხშირია სეისმური აქტივობა, ველი მიწისძვრებისადმი მიდრეკილ ზონად მიიჩნევა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 (1995) Diccionario Porrua de Historia, Biografia y Geografia de Mexico 6th ed. – Mexico, Cuenca de (Spanish). africa: Editorial Porrua, გვ. 2238. ISBN 968-452-907-4. 
  2. Mexico City: Opportunities and Challenges for Sustainable Management of Urban Water Resources (December 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-07. ციტირების თარიღი: 2008-11-25.
  3. 3.0 3.1 Lafregua, J. "Balance hídrico del Valle de Mexico" (PDF). Anuario IMTA. Retrieved on 2008-12-01. დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2016-01-02.
  4. National Research Council Staff (1995). Mexico City's Water Supply: Improving the Outlook for Sustainability.. Washington, D.C., USA: National Academies Press. ISBN 978-0-309-05245-0. 
  5. Noted in passing by Christian Lévêque, Biodiversity Dynamics and Conservation: The Freshwater Fish of Tropical Africa, 1997 "Introduction" p. xi.
  6. Yip, Maricela (2002-04-16). "Air Pollution in Mexico City". University of Salzburg, Austria. Retrieved on 2008-11-25. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-14. ციტირების თარიღი: 2016-01-02.