აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები
აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები (ინგლ. Insular areas) — აშშ-ის ტერიტორიული სამფლობელოები, რომლებიც არ შედიან ქვეყნის რომელიმე 50 შტატის ან კოლუმბიის ოლქის შემადგენლობაში. ყველა კუნძულოვანი ტერიტორია, კუნძულ პალმირას გარდა აშშ-ის არაინკორპორირებული ტერიტორიებია, ანუ ისინი არიან სამფლობელოები და არა ქვეყნის ნაწილები. ატოლი პალმირა — აშშ-ის ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორიაა, ანუ ქვეყნის ნაწილია.
ზოგიერთი კუნძულოვანი ტერიტორიების მაცხოვრებლები ითვლებიან აშშ-ის მოქალაქეებად, თუმცა არ იხდიან ფედერალურ გადასახადებს და არ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. კუნძულოვან ტერიტორიებზე დამზადებულ საქონელს შეუძლია ჰქონდეს აღნიშვნა Made in USA.
კუნძულოვანი ტერიტორიები მდებარეობენ წყნარ ოკეანეში და კარიბის ზღვაში.
შენიშვნა: ცხრილში ნაჩვენებია პალმირას, ნავასას, მიდუეის, ჯონსტონის და უეიკის კუნძულების არაოფიციალური დროშები. მათი ოფიციალური დროშაა — აშშ-ის დროშა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Office of Insular Affairs დაარქივებული 2012-04-04 საიტზე WebCiteCategory:სტატიები Webarchive-ის ციტირების ბმულების თარგებით
- Department of the Interior Definitions of Insular Area Political Types
- Rubin, Richard, "The Lost Islands"
- Chapter 7: Puerto Rico and the Outlying Areas