მებრძოლი არწივები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მებრძოლი-არწივები
მებრძოლი-არწივი
მებრძოლი-არწივი
აქტიური  ?–1521[1]
ქვეყანა აცტეკების იმპერია
ტიპი ელიტური საბრძლო ქვედანაყოფები
როლი სპეციალური საბრძლო რაზმები
თილისმა არწივი
ბრძოლები აცტეკების დაპყრობითი ლაშქრობები, აცტეკების იმპერიის დაპყრობა

მებრძოლი-არწივები (რაინდი-არწივები) — აცტეკების ჯარში შემავალი ქვეითი მებრძოლების ერთ-ერთი სახეობა. წარმოადგენდნენ მებრძოლი-იაგუარების ანალოგიურ ელიტურ საბრძოლო რაზმებს. ჩვენამდე მოაღწია ამ მებრძოლების მრავალმა ქანდაკებამ და გამოსახულებამ.

შეიარაღება[რედაქტირება]

მებრძოლი-არწივები იბრძოდნენ ხის ხმლებით, რომლებსაც ობსიდიანის პირები ჰქონდა (მაკუავიტლი). აგრეთვე ისინი იყენებდნენ შუბებს, მშვილდებსა და შუბმსროლელებს (ატლატლი). დაცვითი აღჭურვილობის როლში ისინი იყენებდნენ ბამბის დალიანდაგებულ აბჯარს, ხის ფარსა და მუზარადს, რომელსაც არწივის თავის ფორმა ჰქონდა.

მებრძოლი-იაგუარი ორ მებრძოლ-არწივს შორის.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • კომპიუტერულ თამაშ Age of Empires II: The Conquerors-ში მებრძოლი-არწივები მონაწილეობენ აცტეკებისა და მაიას სწრაფი სამხედრო ერთეულების როლში.

სქოლიო[რედაქტირება]