კუსკატლანი
იერსახე
კუსკატლანი (ესპ. El Señorío de Cuzcatlán) — კოლუმბამდელი პერიოდის სახელმწიფო თანამედროვე სალვადორის ტერიტორიაზე, მდინარე პასიდან მდინარე ლემპამდე.
კუსკატლანი ტოლტეკების მიწიდან გადმოსახლებული ნაუატლის ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის მიერ IX - X სს. მიჯნაზე დაარსდა. კულტურულად ისინი წარმოადგენდნენ ადრეული აცტეკური და მაიას კულტურების ნაზავს.
კუსკატლანი საბოლოოდ, 1524 წელს პედრო დე ალვარადოს ჯარმა დაიპყრო. კუსკატლანის მაცხოვრებლების თანამედროვე შთამომავლები პიპილები არიან.
ხელნაწერები, კოდექსები და სხვ. არ შემორჩენილა, თუმცა ესპანელი მემატიანეები — ხუაროსი, პალასესი, ლოსანი და სხვები — ამტკიცებენ, რომ ისინი არსებობდა.
კუსკატლანის მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუაჩიმიკინი (Cuachimicín)
- ტუტეკოციმიტი (Tutecotzimit)
- პილგუანსიმიტი (Pilguanzimit)
- ტონალტუტი (Tonaltut)
- ატლაკატლი (Atlacatl) (? – 1528)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Señorío de Cuzcatlán(ესპანური)
- Museo arqueológico digital: los pipiles დაარქივებული 2007-08-20 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Fuerza Armada precolombina de El Salvador(ესპანური)
- Historia precolombina de El Salvador დაარქივებული 2008-05-21 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Museo arqueológico digital: Crónica de Diego García Palacios დაარქივებული 2008-06-03 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Proyecto Cihuatán(ესპანური)
|
|