შინაარსზე გადასვლა

სიან-კაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიან-კაანი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა და რამსარის ტერიტორია
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები მექსიკის დროშა მექსიკა | ქვეყნის დროშა2 | name = მექსიკის დროშა მექსიკა | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
რეგიონი ლათინური ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 410
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 410
ინგლ.რუს.ფრ.

სიან-კაანი (ესპ. Sian Ka’an) — ბიოსფერული ნაკრძალი მექსიკაში, კინტანა-როოს შტატში. 1986 წლიდან აქვს ეროვნული პარკის, ხოლო 1987 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მაიას ენაზე სახელწოდება ითარგმნება, როგორც „იქ სადაც იწყება ცა“.

ნაკრძალი მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მისი ფართობია 5280 კმ². ნაკრძალი მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, გვხვდება მანგოს ტყეები, ჭაობები, ასევე კარიბის ზღვის ბარიერული რიფები. რეგიონში საშუალოწლიური ნალექების რაოდენობა ტოლია 1120—1220 მმ-სა, რომელთა უმეტესობა (70 %) მოდის მაის-ოქტომბრის განმავლობაში.

ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებულია 110 კილომეტრიანი, მსოფლიოში სიგრძით მეორე, მესოამერიკული ბრიერული რიფი. რომელიც გადაჭიმულია იუკატანის აღმოსავლეთი სანაპიროდან სამხრეთით ბელიზისა და ჰონდურასის სანაპირომდე. სიან-კაანის პლაჟი მოფენილია ზღვის კუების კვერცხების ორმოებით.

ნაკრძალში განვითარებულია ტურიზმი, 2000 წელს ნაკრძალი მოინახულა 36 ათასმა ადამიანმა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]