მალმე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მალმე
Malmö
მარცხნიდან მარჯვნივ: მბრუნავი ტორსი, მალმეს ციხესიმაგრე, გრიფის სკულპტურა, კრონპრინსენი და ორესუნის ხიდი.
მარცხნიდან მარჯვნივ: მბრუნავი ტორსი, მალმეს ციხესიმაგრე, გრიფის სკულპტურა, კრონპრინსენი და ორესუნის ხიდი.
გერბი
გერბი
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
პროვინცია სკონე
კოორდინატები 55°35′ ჩ. გ. 13°02′ ა. გ. / 55.583° ჩ. გ. 13.033° ა. გ. / 55.583; 13.033
ქალაქი XIII საუკუნიდან  წლიდან
ფართობი 335.14[1] კმ²
მოსახლეობა 300,515[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1,931.8 კაცი/კმ²
აგლომერაცია 658,704
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი www.malmo.se www.malmotown.com ბმული

Sweden location map.svg

Red pog.svg

მალმე (შვედ. Malmö), შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქი, განლაგებულია ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე პროვინცია სკონეში.

მალმე არის მალმეს მუნიციპალიტეტის ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 300,515 კაცს, რომელთაგან 30% წარმოშობით უცხოელია.[2] მალმეს შემადგენლობაში შედის ასევე ბურლევის მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 280,415 კაცს[1].

დიდი მალმე არის შვედეთის სამიდან ერთ-ერთი ოფიციალურად აღიარებული მეტროპოლია, რომელიც 2005 წლიდან მალმეს მუნიციპალიტეტის გარდა უკიდურეს სამხრეთში მდებარე 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.[3] 2014 წელს მოსახლეობა შეადგენს 314 307 ადამიანს.[4] რეგიონი მოიცავს 2535.76კმ²-ს.[5]

მალმე იყო სკანდინავიაში ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული ქალაქი. ორესუნის ხიდის აშენების შემდეგ მალმე არქიტექტურულად მნიშვნელოვნად განვითარდა. ქალაქი მოიცავს ბევრ ისტორიულ შენობას და პარკს, ასევე არის დასავლეთ სკონეს ფინანსური ცენტრი. 2007 წელს ყველაზე მწვანე ქალაქებს შორის ჟურნალმა „გრისტმა“ მალმე N4 ადგილზე გაიყვანა.[6]

დემოგრაფია[რედაქტირება]

1971 წელს მალმეს მოსახლეობა შეადგენდა 265,000 ადამიანს, თუმცა 1985 წელს მაცხოვრებლების რაოდენობა 229,000 კაცამდე შემცირდა.[7] მომავალ წლებში მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა და ძველ მაჩვენებელს მიაღწია 2003 წლის 1 იანვარს.[8]

მალმуს მოსახლეობის 30% - 87,554 ადამიანი არიან დაბადებული შვედეთის გარეთ[9]

უდიდეს ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ:[10]

  1. იუგოსლავიის დროშა ყოფილი იუგოსლავია (14,450)
  2. ერაყის დროშა ერაყი (10,000)
  3. დანიის დროშა დანია (9,200)
  4. პოლონეთის დროშა პოლონეთი (6,900)
  5. ლიბანის დროშა ლიბანი (3,900)
  6. ირანის დროშა ირანი (3,600)
  7. პალესტინის დროშა პალესტინა (2,500)
  8. თურქეთის დროშა თურქეთი (2,300)
  9. ავღანეთის დროშა ავღანეთი (2,100)
  10. რუმინეთის დროშა რუმინეთი (2.050)

2005 წლის მიხედვით მალმეს ჰქონდა უცხოელების სიდიდით შვედეთის მასშტაბით მესამე მაჩვენებელი.[11] 2007 წელს მალმეში ცხოვრობდა 171 ეროვნების წარმომადგენელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Tätorter 2010 Swedish with English summary (pdf). Statistics Sweden. წაკითხვის თარიღი: 2011-09-26.
  2. Necmi Incegül. Statistik om Malmö - Malmö stad. Malmo.se. წაკითხვის თარიღი: 2011-09-15.
  3. (Statistics Sweden) Storstadsområden (შვედურად) Definitions of Metropolitan Areas in Sweden. Retrieved on 2008‑10‑12.
  4. (Statistics Sweden) Folkmängd i riket, län och kommuner 30 juni 2011 och befolkningsförändringar första halvåret 2011 (შვედურად) Retrieved on 2011‑10‑19.
  5. (Statistics Sweden) Kommunarealer den 1 January 2008 (შვედურად) Municipalities in Sweden and their areas, as of 1 January 2014. Retrieved on 2014‑10‑12.
  6. by Grist. (2007-07-19)15 Green Cities. Grist. წაკითხვის თარიღი: 2011-09-15.
  7. Nationalencyklopedin, Article Malmö
  8. Befolkningsprognos för Malmö se. Malmö Stad. წაკითხვის თარიღი: 2007‑12‑29.
  9. Malmöbor med utländsk bakgrund. Malmö stad. წაკითხვის თარიღი: 2010‑05‑28.
  10. Malmöbor födda i utlandet, 1 January 2010. Malmö stad. წაკითხვის თარიღი: 2011‑06‑30.
  11. 1: ჰაპარანდის მუნიციპალიტეტი (40%), 2: ბოტკირკის მუნიციპალიტეტი (33%) 3: მალმეს მუნიციპალიტეტი (25%), 4: სედერტელხეს მუნიციპალიტეტი (25%), 5: ჰადინგის მუნიციპალიტეტი (22%) (შვედურად) MALMÖBOR MED UTLÄNDSK BAKGRUND 1 January 2006. All figures as of 2006.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მალმე&oldid=2800970“-დან