მიწისძვრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლობალური მიწისძვრების ეპიცენტრები 1963-1998 წლების მონაცემებით
დედამიწის ფილების მოძრაობა

მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით (ტალღების საერთო ენერგიით) და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 426 წელს მიწისძვრამ დაანგრია საბერძნეთის ქალაქები კორინთი და სპარტა. ერთ დღეს იქ 20 ათასამდე კაცი დაიღუპა.

ძვ. წ. 115 წელს მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი ანტიოქია. დაიღუპა ათასობით ადამიანი.

526 წელს მიწისძვრამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე 200 ათასი კაცი იმსხვერპლა.

1089 წელს მიწისძვრამ თმოგვი ციხიანად დაანგრია.

1556 წელს ჩინეთში მიწისძვრისგან დაიღუპა ასიათასობით ადამიანი.

1707 წელს იაპონიაში მიწისძვრებმა 200 ათასი კაცი იმსხვერპლა.

1797 წელს ქალაქ რიობამბაში მომხდარი მიწისძვრების დროს დაიღუპა 40 ათასამდე ადამიანი.

1855 წელს მიწისძვრა მოხდა ლისაბონში.

1881 წლის 20 აგვისტოს მიწისძვრა მოხდა საქართველოში.

1906 წელს მიწისძვრა მოხდა კალიფორნიაში.

1908 წელს მიწისძვრა მოხდა მესინაში.

1911 წელს მოხდა კებინის (ტიან-შანი) მიწისძვრა.

1923 წელს მიწისძვრის დროს დაინგრა 128 ათასზე მეტი სახლი. ტოკიოში დაიღუპა 140 ათასი კაცი, იოკაჰამაში — 27 ათასი კაცი.

1926 წელს მოხდა ლენინაკანის მიწისძვრა.

1931 წელს ზანგეზურის მიწისძვრა.

1946 წელს ჩატკალის მიწისძვრა, კაზანჯიკის მიწისძვრა.

1948 წელს აშხაბადის მიწისძვრა.

1949 წელს ხაიტის მიწისძვრა.

1952 წელს კურილიის მიწისძვრა.

1960 წელს ჩილეში მიწისძვრამ დაანგრია 58 ათასი სახლი, დაიღუპა 1123 კაცი.

1963 წლის 26 ივლისი, 5:17 (ადგილობრივი დროით) — სკოპლეს მიწისძვრა (6.1 Mw).

1966 წლის 26 აპრილი, 05:22 (ადგილობრივი დროით) — ტაშკენტის მიწისძვრა (5.1 Mw).

1970 წლის 31 მაისი, 15:23 (ადგილობრივი დროით) — პერუს მიწისძვრა (7.9 Mw); 14 მაისი 21:12 (მოსკოვის დროით) — დაღესტნის მიწისძვრა (6.7 Mw).

1980 წლის 23 ნოემბერი, 19:34 საათი (ადგილობრივი დროით) — ირპინიას მიწისძვრა (სამხრეთ იტალია) (6.9 Mw).

1985 წლის 19 სექტემბერი, 07:18 საათი (ადგილობრივი დროით) — მეხიკოს მიწისძვრა (8.1 Mw).

1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთში, სპიტაკში, 10 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ქალაქი სპიტაკი, 58 სოფელი ნაწილობრივ ქალაქები - ლენინაკანი, სტეპანაკანი, კიროვაკანი და 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. დაიღუპა, დაახლოებით, 25 ათასი კაცი, ხოლო 514 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრამ სომხეთის ტერიტორიის თითქმის 40% მოიცვა. მოსალოდნელი ავარიის რისკის გამო შეჩერდა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: