სან-ხუანი (პუერტო-რიკო)
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-ხუანი San Juan Bautista | |||||
![]() ზევიდან:სანხ-ხუანის ხედი ზემოდან, ძველი სან-ხუანის ქუჩა, სან-ხუანის კარიბჭრე და ფორალეზა, პლაზა დე კოლა და პუეტო-რიკოს კაპიტოლიუმი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 18°27′00″ ჩ. გ. 66°04′00″ დ. გ. / 18.45000° ჩ. გ. 66.06667° დ. გ. | ||||
მმართველი | Miguel Romero[1] | ||||
დაარსდა | 1508/1521 | ||||
ფართობი | 76.93 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა და ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 422,665 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 8,838.7 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 2,509,007 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
საფოსტო ინდექსი | 00901–00975, 901, 904, 906, 909, 912, 915, 918, 921, 923, 926, 928, 932, 936, 939, 942, 945, 947, 950, 952, 954, 956, 959, 960, 951, 962, 964, 967, 968, 971, 973 და 975 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.sanjuan.pr/ და https://tramite.sanjuanciudadpatria.com/ | ||||
[[File:|300px|სან-ხუანი (პუერტო-რიკო) — დედამიწა]] ![]() | |||||
სან-ხუანი (ესპ. San Juan Bautista) — პუერტო-რიკოს დედაქალაქი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტი. 2000 წლის აღწერით, ცხოვრობს 433.733 ადამიანი, მოსახლეობით ეს არის 42-უდიდესი ქალაქი რომელიც შედის შეერთებული შტატების იურისდიქციაში. სან-ხუანი დაარსებული იქნა ესპანელი კოლონისტების მიერ 1521 წელს, ამ დასახლებას მათ უწოდეს სიუდად პუეტო რიკო („მდიდარი პორტ ქალაქი“). პუერტო-რიკოს დედაქალაქი არის მეორე უძველესი ევროპული დასახლება ამერიკაში, დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქის სანტო-დომინგოს შემდეგ.[2] რამდენიმე ისტორიული შენობა მდებარეობს სან-ხუანში, მათ შორის ყველაზე გამორჩეული არის ქალაქის ყოფილი თავდაცვის ისეთი ციხესიმაგრეები როგორებიცაა, ფორტ-სან-დელ-მორო და ფორტ-სან-კრისტობალი, აგრეთვე ერთ-ერთი უძველესი შენობაა ლა-ფორტელეზე, ეს არის უძველესი აღმასრულებელი სახლი რომელიც უწყვეტად გამოიყენებოდა ამერიკაში.
ამჟამად სან-ხუანში არის პუეტო-რიკოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური.[3] ქალაქი კუნძულის წარმოების, ფინანსური, კულტურული და ტურისტული ცენტრია. აქ არის დედაქალაქის სტატისტიკური ფართი, მათ შორის, სან-ხუანი და მუნიციპალიტეტები: ბაიამონი, გუაინაბო, კატანო, კანოვანასი, კაგუასი, თოა-ალტა, თოა-ბაჯა, კაროლინა და ტრუხილო-ალტა. აქ ცხოვრობს დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე, რომლებიც პუერტო-რიკოს მასახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ.[4] სან-ხუანი მასპინძელია მრავალი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის, 1966 წელს აქ გაიმართა ცენტრალური ამერიკის და კარიბების თამაშები, 1979 წელს პან-ამერიკული თამაშები, 2006 და 2009 წლებში მსოფლიო ბეისბოლის თამაშები და კარიბის კუნძულების სერია.
თავდაპირველად, ქალაქ სან-ხუანს ეწოდა პუერტო-რიკო, რაც ნიშნავს „მდიდარ პორტს“, ეს სახელი ცოტა მოგვიანებით მთელ კუნძულს ეწოდა. დედაქალაქის და კუნძულის სახელები მოგვიანებით ერთმანეთისგან განცალკევდა.
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარტახენა, კოლუმბია
ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ
ჯექსონვილი, ფლორიდა, აშშ
გვატემალა, გვატემალა
სან-ხუანი, ფილიპინები
სანტიაგო, დომინიკელთა რესპუბლიკა
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ https://sanjuan.pr/perfiles-de-casa-alcaldia/
- ↑ Magaly Rivera. San Juan Capital City. Welcome to Puerto Rico. ციტირების თარიღი: 2007-05-02.
- ↑ the San Juan Port Spanish. Puerto Rico Port Authority (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-03. ციტირების თარიღი: 2007-05-09.
- ↑ About Puerto Rico. Puerto Rico Tourism Company (2007). ციტირების თარიღი: 2007-05-08.