იცკოატლი
იცკოატლი (ესპ. Itzcóatl; ნაუატ. ობსიდიანის გველი; დ. 1380 — გ. 1440) — აცტეკთა ტლატოანი 1427-1440 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი იყო აკამაპიჩტილის და მონა-ქალის შვილი და ტახტზე ავიდა ძმიშვილების ჰუიცილიჰუიტლის და ჩიმალპოპოკას გარდაცვალები შემდეგ. მეფობის პირველ წლებში მან, ნესაჰუალკოიოტლისთან კავშირში დაამხო ტეპანეკას სამეფო და დაიპყრო დედაქალაქი ასკაპოცალკო. 1430 წელს მასი მოკავშირეები გახდნენ ტეხკოკო და ტლაკოპანი. ეს ალიანსი უდიდეს სამხედრო ძალას წარმოადგენდა მაშინდელ მექსიკაში და იცკოატლის ძალაუფლება აცტეკთა ქვეყნის მიმდებარე ყველა ტერიტორიაზე გავრცელდა.
იცკოატლის ბრძანებით დაიწყო ტენოჩტიტლანის გაშენება. აგებულ იქნა უამრავი ტაძარი, გაყვანილ იქნა ახალი გზები, აშენდა დამბები ტბაში წყლის დონის დასარეგულირებლად. მის სახელსვე უკავშირდება ე.წ. „კუტურული რევოლუცია“. იცკოატლის ბრძანებით დაწვეს უამრავი ისტორიული წიგნი. იგი ახალი, უფრო დიდებული ისტორიის შექმნას ესწრაფვოდა. ყოველივე ამის გამო იგი ერთადერთი აცტეკი მმართველია რომელსაც უწოდეს „მსოფლიოს დამპყრობელი“ (ნაჰუატლი: კემანაჰუაკ ტეპეჰუა).
იცკოატლის რეფორმების გატარებას ხელმძღვანელობდა მისი მარჯვენა ხელი ტლაკაელელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იცკოატლი“ ვიკისაწყობში.