კლაუდია შეინბაუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლაუდია შეინბაუმი
კლაუდია შეინბაუმი
მეხიკოს მთავრობის მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 დეკემბერი, 2018 – 16 ივნისი, 2023
წინამორბედიხოდე რამონ ამიევა
მემკვიდრემარტი ბატრესი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 2015 – 6 დეკემბერი, 2017
წინამორბედიექტორ უგო ერნანდეს როდრიგესი
მემკვიდრეფერნანდო ერნანდეს პალასიოსი

დაბადებული24 ივნისი, 1962 (1962-06-24) (61 წლის)
მეხიკო, მექსიკა
მეუღლეკარლოს ხისპერტი
შვილები2
განათლებამექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი
ხელმოწერა

კლაუდია შეინბაუმ პარდო (ესპ. Claudia Sheinbaum Pardo; დ. 24 ივნისი, 1962) — მექსიკელი მეცნიერი და პოლიტიკოსი, მეხიკოს მთავრობის მეთაური და გარემოსდამცველი. 2007 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ერთ-ერთი კოლექტიური გამარჯვებული, როგორც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის წევრი. 2018 წლის 1 ივლისს აირჩიეს მეხიკოს მერად მემარცხენე ნაციონალური აღორძინების მოძრაობიდან და კოალიციიდან Juntos Haremos Historia. პირველი ქალი და ებრაული წარმომავლობის ადამიანი, რომელიც მეხიკოს მერის თანამდებობას იკავებდა.[1]

შეინბაუმს აქვს დოქტორის ხარისხი ინჟინერია-ენერგეტიკის სფეროში, 100-ზე მეტი სტატიისა და ორი წიგნის ავტორი ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადობის საკითხებზე. 2000-2006 წლებში მეხიკოს ადგილობრივ მთავრობაში იკავებდა გარემოს დაცვის მდივნის (მინისტრი) თანამდებობას, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მერობის დროს. ტლალპანის მერი 2015-2017 წლებში. 2018 წელს მოხვდა „BBC-ის 100 ქალის“ სიაში.[2]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლაუდია შეინბაუმ პარდო დაიბადა მეხიკოში ებრაულ ოჯახში. მისი ბებია და ბაბუა ემიგრაციაში წავიდნენ მეხიკოში ლიტვიდან (მამის  მშობლები — აშკენაზები — 1920-იან წლებში) და ბულგარეთიდან (დედის  მშობლები — სეფარდები — 1940-იანი წლების დასაწყისში, ჰოლოკოსტიდან გაქცეულები). მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი საერო იყო, ოჯახის წევრები ყველა ებრაულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. შეინბაუმის ორივე მშობელი მეცნიერია: ქიმიური ინჟინერი კარლოს შეინბაუმ იოსელევიცი და ბიოლოგი ენი პარდო სემო, ამჟამად მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი. მისი ძმა ფიზიკოსია.[3]

აკადემიური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანუელა კარმენასთან ერთად

შეინბაუმი სწავლობდა ფიზიკას მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში (UNAM), სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი (1989), შემდეგ მაგისტრის ხარისხი (1994) და დოქტორის ხარისხი (1995). ოთხი წლის განმავლობაში (1991-1994 წწ.) დაასრულა სადოქტორო დისერტაცია ლოურენს ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც მან გააანალიზა ენერგიის გამოყენება მექსიკის ტრანსპორტში, გამოაქვეყნა კვლევა მექსიკაში ელექტროენერგიის გამოყენების ტენდენციების შესახებ და მოიპოვა დოქტორის ხარისხი ენერგეტიკასა და ფიზიკაში.

1995 წელს მან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა UNAM-ის საინჟინრო ინსტიტუტში. იყო საინჟინრო ინსტიტუტის მკვლევარი და არის ეროვნული კვლევის სისტემისა და მექსიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1999 წელს მიიღო UNAM-ის საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევრის ჯილდო საინჟინრო და ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის.

2006 წელს  ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობის შემდეგ, შეინბაუმი დაბრუნდა UNAM-ში და განაგრძო სტატიების გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალებში.

2007 წელს იგი შეუერთდა გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელს (IPCC) ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროში. იგი იყო ავტორი თემისა „კლიმატის ცვლილების შერბილება“ IPCC-ის მეოთხე შეფასების ანგარიშისთვის. იმავე წელს ჯგუფმა მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია. 2013 წელს იგი დარგის 11 სხვა ექსპერტთან ერთად იყო IPCC-ის მეხუთე შეფასების ანგარიშის თანაავტორი.[4][5]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლაუდია შეინბაუმი მეხიკოს თეატრში საკუთარი კაბინეტის წარდგენისას

მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში სწავლისას იყო უნივერსიტეტის სტუდენტთა საბჭოს წევრი, რომელმაც მოგვიანებით დააარსა მექსიკის დემოკრატიული რევოლუციის პარტიის (PDR) ახალგაზრდული მოძრაობა.

2000 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა მეხიკოს მთავრობის მეთაურის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის კაბინეტში. მისი მმართველობის პერიოდში იგი პასუხისმგებელი იყო მეხიკოში მანქანების ელექტრონული რეგისტრაციის ცენტრის შექმნაზე, ასევე მეტრობუსის ექსპრეს-ავტობუსის დანერგვასა და მექსიკის მეორე დონის მშენებლობის ზედამხედველობაზე.

2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდეგაეროს განვითარების პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

ლოპეს ობრადორმა შეინბაუმი შეიყვანა მის მიერ შემოთავაზებულ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამდივნოს კაბინეტში. 2014 წელს გახდა ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც დაშორდა მექსიკის მმართველ მემარცხენე პარტიას, დემოკრატიული რევოლუციის პარტიას და მიჰყვა ლოპეს ობრადორს, რომელმაც შექმნა ახალი ეროვნული რენესანსის მოძრაობა (MORENA). 2015 წელს მსახურობდა გარემოს დაცვის მდივნის თანამდებობაზე.

2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა ტლალპანის მეტროპოლიტენს (სამხრეთ-დასავლეთ მეხიკო). გადადგა მას შემდეგ, რაც მეხიკოს მერად წარადგინა კოალიციამ „Juntos Haremos Historia“ (ერთად შევქმნით ისტორიას), რომელიც შედგება ეროვნული აღორძინების მოძრაობის, ლეიბორისტული პარტიისა და სოციალური სოლიდარობის პარტიისგან.

მეხიკოს მერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატის ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის გამარჯვების პარალელურად, მისი თანამოაზრე შეინბაუმი 2018 წლის 1 ივლისს მეხიკოს მერად ექვსი წლის ვადით აირჩიეს. კამპანიის დროს შეინბაუმს მემარჯვენე ნაციონალური სამოქმედო პარტია ადანაშაულებდა დაწყებითი სკოლის დანგრევაში, რომელიც დაზიანდა 2017 წლის 7,1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად და 19 ბავშვი ემსხვერპლა. იგი გახდა მეხიკოს პირველი არჩეული ქალი და მისი პირველი ებრაელი მერი.[6]

2019 წლის ივნისში მან გამოაცხადა ახალი ექვსწლიანი გარემოსდაცვითი გეგმა. იგი მოიცავს ჰაერის დაბინძურების 30 %-ით შემცირებას, 15 მილიონი ხის დარგვას, ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვას და გადამუშავების ხელშეწყობას, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას, წყლის მიწოდებას ყველა სახლისთვის, 100 კილომეტრიანი დერეფნების მშენებლობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსკლუზიური გამოყენებისთვის, მზის წყლის გამაცხელებლებისა და მზის პანელების მშენებლობას.

2019 წლის სექტემბერში შეინბაუმმა გამოაცხადა 40 მილიარდი პესოს (2 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიცია მეხიკოს მეტროს განახლებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის მეტროს განახლება, ახალი მატარებლები, სადგური და ესკალატორის გაუმჯობესება, ავტომატიზაცია, მომხმარებლის ინფორმაცია და გადახდის სისტემები.[7]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წელს მან გაიცნო პოლიტიკოსი კარლოს იმას გისპერტი, რომელზეც დაქორწინებული იყო 1987 წლიდან 2016 წლამდე. მას ჰყავს ქალიშვილი ამ ქორწინებიდან (მარიანა, დაბადებული 1988 წელს, 2019 წელს სწავლობდა ფილოსოფიის დოქტორანტურაში კალიფორნიის უნივერსიტეტში) და ასევე გახდა როდრიგო იმას ალარკონის დედინაცვალი (დაიბადა 1982 წელს, ამჟამად კინორეჟისორი).[8]

შეინბაუმი ავტორია 100-ზე მეტი სტატიის და ორი წიგნისა  ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადობის საკითხებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Climate Change 2007 — Mitigation of Climate Change: Working Group III». IPCC. Retrieved 2 July 2018
  2. „BBC 100 Women 2018: Who is on the list?“. BBC News (ინგლისური). 19 November 2018. ციტირების თარიღი: 23 July 2019.
  3. CLAUDIA SHEINBAUM PARDO
  4. Kahn. Meet Mexico City's First Elected Female Mayor. NPR (25 июля 2018). — «Both Sheinbaum's parents, also scientists, are children of Jewish immigrants from Bulgaria and Lithuania. Sheinbaum says she celebrated holidays at her grandparents', but her home life was secular».
  5. Mexico City chooses for the first time in history a Jew and female mayor, the scientist Claudia Sheinbaum. The Mazatlán Post
  6. Weber, Jonathan. (2 July 2018) Mexico City elects first Jewish, female mayor. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 25 April 2020
  7. "Mexico City Mayor-Elect Claudia Sheinbaum Visits Berkeley Lab, " 9 November 2018.
  8. "Claudia Sheinbaum da positivo por coronavirus". El País. 27 October 2020.