სენ-მარტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სენ-მარტენი (საფრანგეთი))

სენ-მარტენი (ფრანგ. Saint-Martin) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვაში კუნძულ სენ-მარტენზე. სენ-მარტენი ჩრდილოეთიდან სრუტის მეშვეობითაა გამოყოფილი ნიდერლანდების ანტილის კუნძულებს.

ეს კუნძული პირველად აღმოჩენილი იქნა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ 1493 წელს. 1633 წლამდე ამ ტერიტორიას ესპანეთი აკონტროლებდა, ხოლო 1648 წლიდან კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს საფრანგეთი, სამხრეთს კი ნიდერლანდები აკონტროლებს.

ფართობი — 53,2 კმ², მოსახლეობა — 33 102 ადამიანი (2004 წელი). დედაქალაქი — მარიგო (5,7 ათასი). კუნძულზე განვითარებულია ტურიზმი.

რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკაზე ნაჩვენებია საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება და დეპარტამენტები კარიბის ზღვაში.
კუნძულ სენ-მარტენის ფიზიკური რუკა.
ფრანგული სენ-მარტენი (ჩრდილოეთით) და ჰოლანდიური სინტ-მარტენი (სამხრეთით).