ელ-პინაკატე და ალტარის უდაბნოს ბიოსფერული ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელ-პინაკატე და ალტარის უდაბნოს ბიოსფერული ნაკრძალი

Reserva de la Biosfera El Pinacate
y Gran Desierto de Altar

Pinacate volcanic field.jpg
ელეგანტეს კრატერი, მწვერვალით პინაკატე
El Pinacate y Gran Desierto de Altar.png
მდებარეობა სონორის შტატი, მექსიკა მექსიკის დროშა
უახლოესი ქალაქი პუერტო-პენიასკო
პლუტარკო-ელიას-კალესი
სან-ლუის-რიო-კოლორადო
კოორდინატები 32°00′00″ ჩ. გ. 113°55′00″ დ. გ. / 32.00000° ჩ. გ. 113.91667° დ. გ. / 32.00000; -113.91667
ფართობი 7146 კმ²
დაარსდა 10 ივნისი, 1993
ოფიციალური საიტი http://elpinacate.conanp.gob.mx

ელ-პინაკატე და ალტარის უდაბნოს ბიოსფერული ნაკრძალი (ესპ. Reserva de la Biosfera El Pinacate y Gran Desierto de Altar) — ბიოსფერული ნაკრძალი, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[1] მართავს მექსიკის ფედერალური მთავრობა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამდივნოს საშუალებით, სონორის შტატის მთავრობასა და ტოჰონო-ოოდჰამისთან თანამშრომლობით. არის ჩრდილო-დასავლეთ მექსიკაში, სონორას უდაბნოში, კალიფორნიის ყურის აღმოსავლეთით, ალტარის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ პუერტო-პენიასკოს ჩრდილოეთით და ესაზღვრება აშშ-ის შტატ არიზონას. არის სამხრეთ ამერიკის კოსმოსიდან ხილული, უმნიშვნელოვანესი რელიეფური ფორმები. ვულკანური სისტემა სანტა კლარა, მათ შორის მწვერვალები პინაკატე, კარნეგი და მედიო, ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნაკრძალის ტერიტორიაზე გავრცელებულია 540 სახეობის მცენარე, ბინადრობს 40 სახეობის ძუძუმწოვარი, 200 სახეობის ფრინველი, 40 სახეობის ქვეწარმავალი, აგრეთვე ამფიბიები და მტკნარი წყლის თევზები.[2] ნაკრძალში გვხვდება საშიშროების წინაშე მყოფი ენდემებიც. .[3]

ბიოსფერული ნაკრძალი ფართობი 7146 კმ²-ია.[4] ნაკრძალი უფრო დიდია ვიდრე მექსიკის შტატები: აგუასკალიენტესი, კოლიმა, მორელოსი და ტლასკალი.[5]

ფორმირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინაკანტე. ჯეკ დიკინგა ფოტო

ელ-პინაკატე და ალტარის უდაბნოს ბიოსფერული ნაკრძალი ცნობილია თავისი უნიკალური ფიზიკური და ბიოლოგიური დამახასიათებელი ნიშნებით, ვულკანური ფარითა და ვულკანური გუმბათის გაშლილი სივრცით, რომელიც მას და მაარის კრატერებს ერტყმის გარს. პინაკატეს მთა ოროგენული წარმოშობისაა; ეს ნაოჭა სისტემა ვულკანური ამოფრქვევების შედეგია. მტკიცე ქვების, ქვიშისა და ვულკანური ფერფლის ამოტყორცნილმა ლავურმა ღვარმა ულამაზესი ფერების კრატერები ელ-ელეგანტე, სერო-კოლორადო, მაკდუგალი და საიქსი ჩამოაყალიბა.[6]

ელ-პინაკატეს მწვერვალები ვულკანური წარმოშობის მწვერვალთა და ვულკანური წიდოვანი კონუსების ჯგუფია, რომელიც პუერტო-პენიასკოს დასასვენებელი ცენტრის ჩრდილოეთით მდებარეობს. უმაღლესი მწვერვალი სანტა კლარას ვულკანი ზღვის დონიდან 1190-მეტრზე მდებარეობს. სახელწოდება პინაკატე — პინაკატლისგან (pinacatl) მომდინარეობს; ნაუატლის ენაზე პინაკატე უდაბნოს ენდემური ხოჭოა.

ვულკანმა სპორადულად 4 მილიონი წლის წინ ამოხეთქა. დადგენილია, რომ ყველაზე ძლიერი აქტივობა 11 000 წლის წინ იყო. მთვარის ზედაპირთან მსგავსების გამო, 1965 წლიდან 1970 წლამდე, მთვარეზე კოსმოსური გაფრენების სერიისთვის მოსამზადებლად, NASA, აქ ასტრონავტებს აგზავნიდა და წვრთნიდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაპაგოს ტომის ქალბატონი. ედუარდ კურტისის ფოტო. სირკა, 1907.

კოლუმბიანური ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ადგილის პირველი მოსახლეები იყვნენ სან-დიეგიტოს ხალხები, რომლებიც ნადირობა-შემგროვებლობას მისდევდნენ. ისინი საკვების ძებნაში მთებიდან კალიფორნიის ყურისკენ გადაადგილდებოდნენ. ტერიტორიების ათვისება, როგორც ჩანს ადრეული ეტაპზევე, 20 000 წლის წინ, გამყინვარების პერიოდის დაწყებისთანავე დასრულდა. ცუდმა პირობებმა ხალხი აიძულა ქედი დაეტოვებინა.[7]

ათვისების მეორე ეტაპი, სან-დიეგიტოს ხალხმა გლაციალის ეპოქის ბოლოს დაიწყო. ჯგუფი დაბრუნდა მთებში და წინაპართა მსგავსად იქ დაიწყო ცხოვრება. ახალი მიწების ათვისების ეს ეტაპი 9000 წლის წინ დასრულდა, ხალხს კვლავ მოუწია ტერიტორიის დატოვება .[2]

ელ-პინაკატე და ალტარის უდაბნოს ბოლო, ძირძველი მკვიდრნი არენენიოსის ხალხები არიან. ისინიც, როგორც წინარეისტორიული სან-დიეგიტოს კულტურის ხალხები საკვების ძებნაში მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ და ზღვასა და მთას შორის მოძრაობდნენ. ამ მოგზაურობების დროს ისინი თავიანთ კვალს ტოვებდნენ: აღმოჩენილია ბილიკების ქსელი, სასმელ წყაროებთან ახლოს ქვის სხვადასახვა იარაღები და სხვა.[2][8]

გამოკვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე ჩანაწერი იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც პირველად გამოიკვლიეს ტერიტორია. შესაძლოა, პირველი თეთრკანიანი ადამიანი, ვინც შემდეგში სიერას პინაკატედ წოდებული მთები იხილა, 1540 წელს მელჩიორ დიასი ყოფილიყო. მოგვიანებით, 1698 წელს სამხრეთ ტუსონში სან-სავიერ-დელ-ბაკის მისიის დამაარსებელი მღვდელი ეუსებიო კინო ჯგუფთან ერთად ეწვია ამ ადგილს და უკან დაბრუნებისას, შემთხვევით ელ-პინაკატეს მწვერვალზე მოექცა. მღვდელმა მას სანტა-კლარა ჰილი უწოდა.[2]

1956 წლამდე, ელ-პინაკატესა და ალტარის უდაბნოში მკვლევართა რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი მაკდუგალის, ჰორნადეის და საიქსისგან შემდგარი ჯგუფი იყო. მათ 1907 წელს მთის დასავლეთი ნაწილი აღმოაჩინეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UNESCO. El Pinacate and Gran Desierto de Altar Biosphere Reserve. წაკითხვის თარიღი: June 24, 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Comisión Nacional de Áreas Naturales Protegidas. Reserva de la Biosfera El Pinacate y Gran Desierto de Altar. წაკითხვის თარიღი: September 29, 2010.
  3. Red Escolar. Reserva de la Biosfera El Pinacate y Gran Desierto de Altar. წაკითხვის თარიღი: September 29, 2010.
  4. Comisión Nacional para el Conocimiento y Uso de la Biodiversidad. Regiones terrestres prioritarias de México. წაკითხვის თარიღი: September 29, 2010.
  5. INEGI. Información por entidad.
  6. Instituto Nacional de Ecología. Reserva de la Biosfera El Pinacate y Gran Desierto de Altar. წაკითხვის თარიღი: September 29, 2010.
  7. Hayden, 1998.
  8. Pinacate y Gran Desierto de Altar. Red Escolar. წაკითხვის თარიღი: September 29, 2010.