უშმალი


უშმალი (ესპ. Uxmal) – მაიას ცივილიზაციის დიდი ქალაქის ნანგრევები მექსიკაში, იუკატანის შტატში.
ქალაქის პირველი დასახლების თარიღი უცნობია. მისი მოსახლეობა განვითარების მწვერვალისთვის შეადგენდა 25 000 ადამიანს. არსებული არქიტექტურული ნაგებობების უმრავლესობა აშენებულია ჩვ. წ. 700-1100 წლებში.
მაიას მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ქალაქი ჩვ. წ. 500 წელს დააარსა შიუს დინასტიამ და წარმოადგენდა დასავლეთ იუკატანის ყველაზე ძლიერ ქალაქს, ხოლო ჩიჩენ-იცასთან ერთად ალიანსში, იყო მთელი ჩრდილოეთ მაიას არეალის დომინანტი. აღსანიშნავია, რომ 1200 წლის შემდეგ, უშმალში არცერთი მნიშვნელოვანი კონსტრუქცია აღარ აშენებულა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ჩიჩენ-იცასთან ალიანსის მოშლა და მთელი ძალაუფლების მაიაპანში გადაადგილება. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ შიუმ დედაქალაქი მანიში გადაიტანა და უშმალის მოსახლეობა დაკნინდა.
ესპანელთა მიერ იუკატანის დაპყრობის დროინდელი დოკუმენტები იუწყება, რომ ამ დროისთვის უშმალი დაუსახლებელი ქალაქი იყო.
დღეისათვის უშმალი ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: უშმალი
- Uxmal on mayaruins.com Map of the site's central portion and various photographs.
- Architecture, Restoration, and Imaging of the Maya Cities of Uxmal, Kabah, Sayil, and Labna
- animated 3D-reconstruction on Uxmal-3D.com დაარქივებული 2019-12-31 საიტზე Wayback Machine.
- Uxmal - The Mayan Kingdom დაარქივებული 2019-09-19 საიტზე Wayback Machine.
|