შინაარსზე გადასვლა

მონტე-ალბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტე-ალბანი
Thumb
სტატუსი Cultural property under special protection და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები მექსიკის დროშა მექსიკა | ქვეყნის დროშა2 | name = მექსიკის დროშა მექსიკა | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
რეგიონი ლათინური ამერიკა და კარიბები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 415
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 415
ინგლ.რუს.ფრ.

მონტე-ალბანი (ესპ. Monte Albán) — კოლუმბამდელი მსხვილი დასახლება სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ოახაკის შტატში. მდებარეობს დაბალ მთიან ქედზე, ოახაკის ხეობის ცენტრალურ ნაწილში. შტატის დედაქალაქ ოახაკა-დე-ხუარესიდან დასავლეთით 9 კილომეტრზე.

სამოქალაქო-საცერემონიო ცენტრი მონტე-ალბანი მდებარეობს ხელოვნურად მოსწორებულ ბორცვზე. ზღვის დონიდან 1940 მეტრზე.

მონტე-ალბანი წარმოადგენს ყველაზე პირველ ქალაქს მეზოამერიკაში, რომელიც თითქმის ათასი წლის განმავლობაში თამაშობდა მთავარ როლს საპოტეკების ცივილიზაციის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. მონტე-ალბანი დაარსდა შუა კლასიკურამდელ პერიოდში დაახლ. ძვ. წ. 500 წელს, ხოლო ძვ. წ. 100 – ახ. წ. 200 წწ. იგი უკვე ოახაკის მთიანეთში მდებარე სახელმწიფოს დედაქალაქია. ქალაქმა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა კლასიკური პერიოდის დასასრულს (დაახლ. 500–750) და პრაქტიკულად აღმოჩნდა მიტოვებული.

1987 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: