მებრძოლი იაგუარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მებრძოლი-იაგუარები
მებრძოლი-იაგუარი
მებრძოლი-იაგუარი
აქტიური ?–1521[1]
ქვეყანა აცტეკების იმპერია
ტიპი ელიტური საბრძლო ქვედანაყოფები
როლი სპეციალური საბრძლო რაზმები
ალიანსი აცტეკების იმპერატორი (ტლატოანი)
თილისმა იაგუარის ტყავი
ბრძოლები აცტეკების დაპყრობითი ლაშქრობები, აცტეკების იმპერიის დაპყრობა

მებრძოლი-იაგუარები (რაინდი-იაგუარები) (ნაუატ. ocēlōtl) — აცტეკების ჯარში შემავალი ქვეითი მებრძოლების ერთ-ერთი სახეობა[2]. წარმოადგენდნენ მებრძოლი-არწივების ანალოგიურ ელიტურ საბრძოლო რაზმებს. მებრძოლი-იაგუარები ბრძოლის დროს იაგუარის ტყავს იცვამდნენ, რადგანაც სწამდათ, რომ იაგუარის ძალა ბრძოლის დროს გადაეცემოდა იმ მებრძოლს, რომელსაც მისი ტყავი ემოსა. მებრძოლ-იაგუარებს საბრძოლო კამპანიებში იყენებდნენ, როგორც განსაკუთრებულ ქვედანაყოფებს[2]. ჩვენამდე მოაღწია ამ მებრძოლების მრავალმა ქანდაკებამ და გამოსახულებამ[3].

შეიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მებრძოლი-იაგუარები იბრძოდნენ ობსიდიანის ხმლებით, რომლებსაც კუთხეებში ბასრი პირები ჰქონდა (მაკუავიტლი). ასევე ისინი იყენებდნენ შუბებსა და შუბმსროლელებს (ატლატლი). ჰქონდათ ხის ფარი.

მებრძოლ-იაგუარად გახდომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მებრძოლ-იაგუარად გახდომისთვის, აცტეკს ტყვედ უნდა აეყვანა არანაკლებ ოთხი მტრისა. აცტეკების აზრით, ეს მებრძოლის ძალას უფრო მეტად ავლენდა, ვიდრე მტრის ბრძოლის ველზე მოკვლა.

მებრძოლი-იაგუარი (შუაში, ორ მებრძოლ-არწივს შორის)

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ross Hassig: Aztec Warfare. Imperial Expansion and Political Control. University of Oklahoma Press, Norman 1988, ISBN 0-8061-2121-1

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტენოჩტიტლანის დაცემა
  2. 2.0 2.1 Jaguar Warriors. Ixmiquilpan. Mexico murals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-20. ციტირების თარიღი: 2013-01-17.
  3. Pre-Columbian Stock Photography, Pre-Hispanic Stock Photos, Mesoamerican Travel Photos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-17. ციტირების თარიღი: 2013-01-17.