სენ-ბართელმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენ-ბარტელმი

სენ-ბართელმი (ფრანგ. Saint-Barthélemy, შვედ. Sankt Barthelemy) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება. ეს კუნძული მოქცეულია მცირე ანტილის ტერიტორიაზე, კარიბის ზღვაში. სენ-ბართელმი, გვადელუპასთან, მარტინიკასთან და სენ-მარტენთან ერთად წარმოადგენს საფრანგეთის ვესტ-ინდოეთის ტერიტორიას.

სენ-ბართელმის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 21 კმ²-ს, აქ ცხოვრობს 8398 ადამიანი (2006 წლის აღწერით). კუნძულის დედაქალაქია გუსტავია, ეს ქალაქი უდიდესი ნავსადგურია მთელს ამ კუნძულზე. სენ-ბართელმი ისტორიულად ეკუთვნოდა შვედეთს და წარმოადგენდა მის კოლონიას. ნაპოლეონის დროს ეს ტერიტორია საფრანგეთის კოლონია გახდა.