ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფო
იერსახე
ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფო – ესპანეთის სამფლობელოებზე შექმნილი პოლიტიკური ერთეული, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთ ამერიკასა და წყნარ ოკეანში მდებარე კუნძულებს. დღეისათვის მის ყოფილ ტერიტორიებზე მდებარეობს: კალიფორნია, აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთის შტატები, მექსიკა, ცენტრალური ამერიკა (პანამის გარდა), კარიბის ზღვის აუზი და ფილიპინები. ახალ ესპანეთს მართავდა ვიცე-მეფე მეხიკოდან. თავად ვიცე-მეფე ესპანეთის მონარქს ემორჩილებოდა. იგი არსებობდა 1535-1821 წლებში და იგი იყო ერთ-ერთი პირველი ვიცე-სამეფო, რომელიც ესპანეთმა დააარსა მე-16 საუკუნეში პერუს ვიცე-სამეფოსთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- MEXICO'S COLONIAL ERA—PART I: The Settlement of New Spain დაარქივებული 2009-03-01 საიტზე Wayback Machine.
- Index to the DeWitt Colony Region under New Spain დაარქივებული 2010-10-03 საიტზე Wayback Machine.
- 1492 – Middle America
- Encyclopedia Britannica : Hispanic Heritage in The Americas
|