შინაარსზე გადასვლა

რისმაგ გორდეზიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდეზიანი.
რისმაგ გორდეზიანი
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1940(1940-06-09) (84 წლის) ან 1940[1]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა კლასიკური ფილოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი და საბერძნეთის ღირსების ორდენი

რისმაგ ბენიამინის ძე გორდეზიანი (დ. 9 ივნისი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი.[2] თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რისმაგ გორდეზიანი დაიბადა 1940 წლის 9 ივნისს, საქართველოს სსრ-ის დედაქალაქ თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967–1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი. 1976–2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი. 1982–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1989–2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე და 1993–2006 წლებში ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორია, ხოლო 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 28 წიგნის ავტორი.[3]

  • კლასიკური ფილოლოგიის შესავალი, თბილისი: ლოგოსი, 2007. — გვ. 331, ISBN 978-9941-401-11-4.
  • მითების სიბრძნე : დამხმ. სახელმძღვ. მოსწ., თბილისი: ლოგოსი, 2005. — გვ. 361, ISBN 99928-65-11-3.
  • ბერძნული ლიტერატურა, თბილისი: ლოგოსი, 2002. — გვ. 568, ISBN 99928-65-88-1.
  • ძველი და ახალი ბერძნული ენა : შედარებითი გრამატიკა, თბილისი: ლოგოსი, 2001. — გვ. 260, ISBN 99928-65-76-8.
  • წინაბერძნული და ქართველური, თბილისი: თსუ, 1985. — გვ. 224.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]