ხევისწყალი
იერსახე
| ხევისწყალი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | გურიის მხარე, იმერეთის მხარე |
| სათავე |
გურიის ქედი 42°00′08″ ჩ. გ. 42°24′19″ ა. გ. / 42.00222° ჩ. გ. 42.40528° ა. გ. |
| სათავის მდებარეობა | მწვერვალი საყინულე |
| სათავის სიმაღლე | 850 მ |
| შესართავი |
მდინარე რიონი 42°06′40″ ჩ. გ. 42°14′50″ ა. გ. / 42.11111° ჩ. გ. 42.24722° ა. გ. |
| სიგრძე | 32 კმ |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 4 მ³/წმ |
|
| |
ხევისწყალი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, 850 მ სიმაღლეზე, მწვერვალ საყინულის (1204 მ) მახლობლად. ერთვის რიონს მარცხნიდან სოფელ ვაზისუბანთან. სიგრძე 32 კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4 მ³/წმ. ვახუშტი ბატონიშვილი ხევისწყალს საჯავახოსწყლად მოიხსენიებს.[1] 1815 წლიდან ხევისწყალი წარმოადგენდა საზღვარს გურიის სამთავროსა და იმერეთს შორის. იმ პერიოდის დოკუმენტში ხევისწყალი მოხსენიებულა, როგორც ქვენათი და ქვაფათა.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 452.