შინაარსზე გადასვლა

ვანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ვან-ზომლეთი
კოორდინატები 42°02′46″ ჩ. გ. 42°08′28″ ა. გ. / 42.04611° ჩ. გ. 42.14111° ა. გ. / 42.04611; 42.14111
პირველი ხსენება 1904
ცენტრის სიმაღლე 240
მოსახლეობა 333[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ვანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ვანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ვანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ვანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ვანისოფელი საქართველოში (გურიის მხარე), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (ვან-ზომლეთის ადმინისტრაციული ერთეული).

ვანი მდებარეობს საირაოს სერზე (გურიის ქედის შუა მონაკვეთი), მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 240 მეტრზე, ჩოხატაურიდან 14 კილომეტრში.

სოფლის სახელწოდება აღნიშნავს კარგ, ლამაზ ადგილს.[2]

სოფელში იდგა გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია, სადაც ინახებოდა ლაზარე ხავთასის მიერ გადაწერილი XVI-XVII საუკუნეების კურთხევანი (ხელნაწერი H 3027). შედიოდა აკეთის სასოფლო საზოგადოებაში.[3] სოფელში მოქმედებს სკოლა, სადაც ასწავლიდა არსენ წითლიძე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 333 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 494
1911[5] 685
2002[6] 449 219 230
2014[1] 333 175 158

უბან ნაციხვარაში შემორჩენილია ციხის ნაშთები.[7] სკოლასთან დგას 1926 წელს აშენებული რვაკუთხა სალოცავი.[8] სოფლის განაპირას, ტყეში არის საწირავას ნაეკლესიარი.[9]

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული ოდები.[10][11][12]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა ამბაკო შალიკაშვილი, 1841 წლის გურიის აჯანყების ხელმძღვანელი.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ძნელაძე რ., „გურული დიალექტის ტოპონიმიკური ლექსიკა“, თბილისი: უნივერსალი, 2005. — გვ. 109, ISBN 99940-51-12-1.
  3. სახოკია თ., „მოგზაურობანი“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1985. — გვ. 88.
  4. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.
  5. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 137.
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  7. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20824
  8. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20829
  9. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20831
  10. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20826
  11. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20827
  12. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20834