ვან-ზომლეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვან-ზომლეთი — თემი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვენა სანაპიროზე, გურიის ქედის სამხრეთით. შედგება სოფლებისგან: ვანი და ზომლეთი. ცალკე სასოფლო საბჭოდ გამოყოფამდე სოფლები ვანი და ზომლეთი შედიოდნენ აკეთის სასოფლო საზოგადოებაში. 2014 წლის აღწერის მიხედვით თემის მოსახლეობა შეადგენს 614 ადამიანს.