გუთური
| სოფელი | |
|---|---|
|
გუთური | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | გურიის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| თემი | გუთური |
| კოორდინატები | 42°00′10″ ჩ. გ. 42°14′12″ ა. გ. / 42.00278° ჩ. გ. 42.23667° ა. გ. |
| დაარსდა | გვიან-ბრინჯაო-ადრე რკინის ხანა |
| ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 880[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 %, რუსები 0,45 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
გუთური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გუთური).
მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 2 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 22 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] გუთური ორ უბნად იყოფა: ზემო გუთური და ქვემო გუთური.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი დასახლებული იყო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან, რაც დასტურდება სუფსა-ოსკოჯურის შუამდინარეთში აღმოჩენილი გუთურის განძებით. გუთური ერგეს ნაწილს წარმოადგენდა. გუთური კოლხთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამოსახლარად მიიჩნევა. აქ დადასტურებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის წარმოება.[3] რუსეთის იმპერიის დროს შედიოდა ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოებაში. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ჩოხატაურის სადაბო საბჭოში, სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 880 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1908[4] | 553 | ||
| 1911[5] | |||
| 2002[6] | 519 | 592 | |
| 2014[1] | 430 | 450 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადნენ:
- ზებედე ჩხიკვიშვილი — ინჟინერ-გეოლოგი
- დავით ჩხიკვიშვილი — ისტორიკოსი
- ზაურ ბოლქვაძე — პოეტი
- ავთანდილ ჩხიკვიშვილი — მწერალი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიხარულიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 297.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ გაზეთი „კომუნიზმის განთიადი“ — 21 სექტემბერი, 1968 წ.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||