ტყის ქათამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყის ქათამი
Woodcock earthworm.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: მეჭვავიასნაირნი
ოჯახი: ჩიბუხასებრნი
გვარი: ტყის ქათმები
სახეობა: ტყის ქათამი
ლათინური სახელი
Scolopax rusticola
ქვესახეობები
  • Scolopax rusticola rusticola
  • Scolopax_rusticola ultimus
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ITIS 176578
NCBI 100826

ტყის ქათამი, ვალდშნეპი (ლათ. Scolopax rusticola) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 34-38 სმ, მასა — 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, საგაზაფხულო გადაფრენა ჩვეულებრივ მარტის შუა რიცხვებში იწყება და ერთ თვეზე მეტს გრძელდება, საშემოდგომო გადაფრენა კი სექტემბრის ბოლოს იწყება და ორ თვემდე გრძელდება. ჩვენში მცირე რაოდენობით ბუდობს, აღწერილია ბორჯომის ტყიან მასივში. აგრეთვე ზამთრობს: საშემოდგომო გადადრენისას შავი ზღვის ნაპირებთან დიდი რაოდენობით რჩება დასაზამთრებლად.. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაეში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია. დებს 4 კვერცხს, კრუხობს დედალი 17-24 დღე-ღამე. დედა დიდი მზრუნველობით უვლის თავის შვილებს და საფრთხის შემთხვევაში ბარტყი ფრენით გადაჰყავს უშიშარ ადგილზე. იკვებება ჭიაყელებით და მწერების მატლებით, რომელსაც გრძელი ნისკარტით იღებს ნიადაგიდან. გემრიელი ხორცის გამო სპორტული ნადირობის ობიექტია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 7-8 ნომერი საფანტი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 91, თბ., 1986 წელი.
  • გ.აბულაძე, ნ.ღამბარაშვილი, ვ.ბურჯანაძე, შ.ჩახანაშვილი, პ.ჟორდანია, ნ.ლომსაძე, ლ.გუნიავა, დ.ახრახაძე, გ.ზახაროვი; „მონადირის ცნობარი“, თბ. 1969.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მონადიროს ცნობარი, გვ. 30-31