გორაბერეჟოული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
გორაბერეჟოული
Gora Berejouli Park.JPG
გორაბერეჟოულის ტყე-პარკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°00′18″ ჩ. გ. 42°11′52″ ა. გ. / 42.00500° ჩ. გ. 42.19778° ა. გ. / 42.00500; 42.19778
დაარსდა ანტიკური ხანა
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 628[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
გორაბერეჟოული — საქართველო
გორაბერეჟოული
გორაბერეჟოული — გურიის მხარე
გორაბერეჟოული

გორაბერეჟოული — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 140 მ, ჩოხატაურიდან 3 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 24 კმ. სოფელი იყოფა ორ ნაწილად: გორა (მაღლობი) და ბერეჟოული (დაბლობი). სოფელში ყველაზე გავრცელებული გვარია ცინცაძე. სოფელში დგას წმინდა იუსტინეს სახელობის ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში უცხოვრია. 1963 წელს აღმოჩნდა ამ პერიოდით დათარიღებული კერამიკის ნაშთები ერისთავების ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე.

გვიან შუა საუკუნეებში წარმოადგენდა გურიის სამთავროს პოლიტიკურ ცენტრს. სოფელი ეკუთვნოდა ერისთავების ფეოდალურ საგვარეულოს. აქვე იყო მათი რეზიდენცია. გორაბერეჟოულში დაიწყო პირველი ქართული ჩაის წარმოება. აქ მიხეილ ერისთავის მამულში გადარგეს ჩაის ნერგები ოზურგეთიდან, მამია V გურიელის ბაღიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი 1864 წელს და პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.[3].

საბჭოთა პერიოდში ერისთავების მამულის ტერიტორიაზე გაშენდა გორაბერეჟოულის ტყე-პარკი და აიგო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, შედიოდა ჩაისუბნის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში. დამოუკიდებლობის შემდეგ გამოიყო ცალკე თემად.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 628 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 766 355 411
2014[1] Decrease2.svg 628 295 333

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა ექიმი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ერისთავი. ასევე საბჭოთა კავშირის გმირი ჭიჭიკო ბენდელიანი. გორაბერეჟოულში განთავსებულია ბენდელიანის მემორიალური მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი. გალავანი რიყის ქვითაა ნაგები, კედლების სიმაღლე 4 მეტრია, ჯამური სიგრძე 25 მეტრი. კედლებში დატანილია სათოფურები გალავანში შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან იყო მოწყობილი. გალავნის ალაყაფთან, მარჯვნივ, მოწყობილი იყო მარანი. გალავნის შიგნით, ეზოს ბოლოში დგას ერისთავების სახლი, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. სახლის საძირკვლები თლილი ქვით არის გამოყვანილი, ხოლო კედლები ნაშენია რიყის ქვით. სასტუმრო ოთახში ბუხარია ამოშენებული. მეორე სართულის ფასადზე მიდგმულ ვრცელ ხის აივანს გვიანდელ შეკეთებათა გამო მხატვრული ღირებულება აღარ გააჩნია. იგივე მდგომარეობაშია სახლზე უკანა მხარეს მიდგმული მომცრო აივანიც. სასახლე კარგ მდგომარეობაშია შემონახული. სასახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკო და სხვ.

სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]