შინაარსზე გადასვლა

ზომლეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზომლეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ვან-ზომლეთი
კოორდინატები 42°01′58″ ჩ. გ. 42°08′36″ ა. გ. / 42.03278° ჩ. გ. 42.14333° ა. გ. / 42.03278; 42.14333
ცენტრის სიმაღლე 160
მოსახლეობა 281[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზომლეთი — საქართველო
ზომლეთი
ზომლეთი — გურიის მხარე
ზომლეთი
ზომლეთი — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ზომლეთი

ზომლეთი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (გურიის მხარე).

მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 160 მ-ზე, ჩოხატაურიდან 12 კმ-ში.

1930 წლამდე ზომლეთი შედიოდა ოზურგეთის მაზრაში, აკეთის სასოფლო საზოგადოებაში, შემდეგ — ზომლეთის სასოფლო საბჭოში. 1930 წლიდან სოფელი ჩოხატაურის რაიონის (მუნიციპალიტეტის) ნაწილია (გარდა 1963-1964 წლებისა, როცა ზომლეთის სასოფლო საბჭოს სოფლები მიაკუთვნეს ლანჩხუთის რაიონს[2]).

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 281 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1908[3]636
1911[4] 956
2002[5] 365172193
2014[1] 281137144

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]