მამულარი
სოფელი | |
---|---|
მამულაური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | საჭამიასერი |
კოორდინატები | 42°03′01″ ჩ. გ. 42°20′40″ ა. გ. / 42.05028° ჩ. გ. 42.34444° ა. გ. |
ადრეული სახელები | აბუთვანი |
ცენტრის სიმაღლე | 420 მ |
მოსახლეობა | 126[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მამულაური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საჭამიასერის თემში (სოფლები: კალაგონი, მამულარი, ქვემო ხეთი, ჩომეთი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 420 მ., ჩოხატაურიდან 15 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 14 კმ., ქვემო ხეთიდან 2 კმ. სოფელში შემორჩენილია მამულარის ეკლესიის ნანგრევი.[2] სოფელში დაიბადა მომღერალი შერმადინ ჭკუასელი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ძველი სახელწოდებაა აბუთვანი. ამ სახელით არის მოხსენიებული 1910 წლის „კავკასიის კალენდარში“. ის ზემო ხეთის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა საჭამიასერის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 126 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 244 | ||
2002[4] | 144 | 72 | 72 |
2014[1] | 126 | 59 | 67 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 399.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10759
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|