გოგოლესუბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
გოგოლესუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი გოგოლესუბანი
კოორდინატები 42°01′34″ ჩ. გ. 42°13′28″ ა. გ. / 42.02611° ჩ. გ. 42.22444° ა. გ. / 42.02611; 42.22444
დაარსდა ბრინჯაოს ხანა
ადრეული სახელები ქვემო ფარცხმა
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 858[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %, სომხები 0,4 %, რუსები 0,2 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გოგოლესუბანი — საქართველო
გოგოლესუბანი
გოგოლესუბანი — გურიის მხარე
გოგოლესუბანი

გოგოლესუბანისოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი გოგოლესუბანი). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ტერასულ ვაკე-დაბლობზე, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 2,5 კმ, საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 21 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ძველი სახელწოდებაა ქვემო ფარცხმა და შედიოდა ფარცხმის სასოფლო საზოგადოებაში. 1908 წელს ეწოდებოდა გოგოლესუბანი, თუმცა ამ სახელით იხსენიებოდა უკვე 1898 წელს.[3] 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ. 1954-1986 წლებში ეკუთვნოდა შუაგანახლების სასოფლო საბჭოს.

გოგოლესუბნის განძი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XII-XI სს.) სპილენძის ნივთების განძი. ნაპოვნი მასალა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უნდა იყოს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 858 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 470
1911[5] Increase2.svg 1165
2002[6] Decrease2.svg 1051 515 536
2014[1] Decrease2.svg 858 438 420

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]