ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ბუკისციხე
Bukistsikhe.jpg
სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°00′06″ ჩ. გ. 42°17′58″ ა. გ. / 42.00167° ჩ. გ. 42.29944° ა. გ. / 42.00167; 42.29944
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 341[1] კაცი (2014)
ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ბუკისციხე — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბუკისციხე, იანეული). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბუკისციხე.

სოფელში დადასტურებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის წარმოება. წამოების ნიშნები გამოვლინდა 1964 წლის სექტემბერში ბუკისციხის გორის სამხრეთ ფერდობზე.[3] სოფლის ტერიტორიაზე სავარაუდოა ანტიკური ქალაქის არსებობაც. ადრე ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-V სს) ეს გალავნიანი ქალაქი ერკეთის ეკონომიკურ ცენტრი უნდა ყოფილიყო.[4]

ადრე ფეოდალურ ხანაში სოფელში ჩნდება ახალი ციხე-სიმაგრე, რომელსაც თამარის ციხესაც უწოდებენ. უძველესი სამშენებლო ფენა ადრეფეოდალური ხანისა, უახლესი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხე მოქმედი იყო 1811 წლამდე (გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიასთან შეერთებამდე) და აკონტროლებდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[5]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მოქმედებს საოჯახო სასტუმრო და მარანი. მდინარე სუფსა სოფლის ტერიტორიაზე ქმნის ბუნებრივ დაგუბებას, რომელსაც „გურიის ტბას“ ეძახიან და რომელიც ზაფხულობით გამოიყენება საცურაოდ და რეკრეაციული მიზნებისთვის.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1894[6] 1293
1908[7] Decrease2.svg 491
1911[8] Increase2.svg 971
2002 Decrease2.svg 466 218 248
2014[1] Decrease2.svg 341 161 180

სოფელში გავრცელებული გვარია გურგენიძეები, სიხარულიძეები, ჩხიკვაძეები. სოფელში ყოველწლიურად იმართება დღესასწაული „ბუკისციხელობა“.[9]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაფიელ შარაშიძის სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას ოდა-სახლი, რომელიც აშენებულია 200 წლის წინ ლაზი ხელოსნების მიერ. გამოირჩევა ლაზური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით და დიდი ლაზური გუმბათით. ზედა სართული წაბლის ხითაა ნაგები. ქვედა კი ქვითკირის, საყრდენი ბოძები დიდი ქვის ლოდებისგან საჭრელითაა გამოკვეთილი. კედლის სისქე 80 სმ-ია. სახლს ასევე ჰქონდა სამეურნეო ნაწილი, საჯინიბო, ღია და დახურული მარანია. ამავე სახლს უკავშირდება ფილმ „მამლუქის“ გადაღებაც. სახლი შეტანილია მიხეილ გარაყანიძის მიერ გამოცემულ წიგნში, „საქართველოს ხის ხუროთმოძღვრება“. შარაშიძეეები გურიაში აფხაზეთიდან გადმოვიდნენ მე-17 საუკუნის დასაწყისში. ტახტისთვის ბრძოლაში ბიძას, გვარად შარვაშიძეს, აუჯანყდნენ ძმისშვილები. დამარცხებულმა ძმებმა თავი გურიას შეაფარეს. გურიელმა დიდი პატივით მიიღო ძმები, ერთს ერისთაობა, მეორესთვის კი სუფსის ხეობა და მისი მიმდებარე სოფლები უბოძა.

ნაეკლესიარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასაფლაოს განაპირას, სოფლის დასავლეთით მდებარეობს ნაეკლესიარი ეკლესია წრიულ-აბსიდიანია, რომელსაც ერთსაფეხურიანი ცოკოლი შემოუყვება. კედლები ნაგები იყო ფლეთილი ქვებით კირის დუღაბზე. ამჟამად კედლებიდან მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის დასავლეთი ნაწილიღაა დარჩენილი, რომელზეც შემორჩენილია პილასტრის ბუდე და კაპიტელი, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა.[10]

წისქვილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია ჯაყელების საგვარეულო წისქვილი. 250 წლის წინ ჯაყელები მესხეთიდან გურიაში გადავიდნენ და თავადმა გურიელმა უბოძა მათ ეს წისქვილი, რათა თავი დაეღწიათ გაჭირვებიდან და ერჩინათ თავი.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ცინცაძე. სოფელში დაკრძალულია შოტლანდიელი მებაღე და აგრონომი იაკობ მარი, ნიკო მარის მამა. ის ბუკისციხის ეკლესიის გალავანში, პირველი მეუღლის გვერდითაა დაკრძალული.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. გ. ცქიტიშვილი, ი. სიხარულიძე, „არქეოლოგიური გათხრები ბუკისციხეში“ // „კომუნიზმის განთიადი“ — 22 დეკემბერი, 1964 წ.
  4. ი. სიხარულიძე, „ერკეთი“ // გაზეთი „ალიონი“ N18 გვ.3 — 2007 წ.
  5. Кавказский календарь на 1914 год
  6. Кавказский календарь на 1895 год გვ. 272
  7. Кавказский календарь на 1910 год
  8. Кавказский календарь на 1912 год
  9. ბუკისციხელობა _ 2012 Guria News სამშაბათი, 14 აგვისტო 2012 09:19
  10. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი