ბახვისწყალი
ბახვისწყალი | |
---|---|
ბახვისწყალი კუროტ ბახმაროს ტერიტორიაზე | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გურიის მხარე |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°47′07″ ჩ. გ. 42°20′03″ ა. გ. / 41.78528° ჩ. გ. 42.33417° ა. გ. |
შესართავი |
სუფსა 41°59′23″ ჩ. გ. 42°03′48″ ა. გ. / 41.98972° ჩ. გ. 42.06333° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ქვედა ძიმითი |
სიგრძე | 42 კმ |
აუზის ფართობი | 156 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6,18 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ბახვისწყალი ვიკისაწყობში |
ბახვისწყალი — მდინარე გურიაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სუფსის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 42 კმ, მდინარის აუზის ფართობი 156 კმ². იერთებს 90-ზე მეტ პატარა შენაკადს, რომელთა საერთო სიგრძეა 127 კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის (უდიდესი დონე და ხარჯი მაისში), წყალმცირობა - ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში (უმცირესი დონე და ხარჯი აგვისტოში). საშუალო წლიური ხარჯი 6,18 მ³/წმ.
სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს. ბახვისწყლის ნაპირებზე არის კურორტი ბახმარო და სოფლები უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი. სოფ. ქვედა ძიმითთან ერთვის მდინარე სუფსას. ბახვისწყლისხეობაში დგას გურიაში უძველესი ასკანის ციხე. მდინარე ბახვისწყალზე აშენებულია ჰიდროელექტროსადგური ბახვი-3. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 9,8 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 38 მლნ.კვტსთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 381.