ერკეთი
ერკეთი — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ერკეთისა და ქვემო ერკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად ერკეთი წარმოადგენს თემს, რომელშიც გაერთიანებულია სოფლები: ქვემო ერკეთი, ზემო ერკეთი, შუბანი, ქვემო ონჭიქეთი და ზემო ონჭიქეთი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტოპონიმ ერკეთის წარმომავლობა ერთი ვერსიით უკავშირდება საგეოგრაფიო სახელ „ერგეს“: ერგე > ერკე > ერკეთი. სახელი ერგე ჯერ კიდევ გვხვდება XVIII საუკუნის დამდეგამდე:
![]() |
„გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი საჯავახო, იმას აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გადმოღმართი ერგე, აჭარა და ჭანეთი რიკის პალოს აქეთი“
|
. ადრე ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-V სს) ერგეს ეკონომიკურ ცენტრად ბუკისციხის ანტიკური პერიოდის, გალავნიანი ქალაქი უნდა ჩაითვალოს.[1]
სოფელი ერკეთი იხსენიება 1839 წელს. ერკეთის სასოფლო საზოგადოება ოზურგეთის მაზრაში შეიქმნა XIX საუკუნის შუაში. მასში შედიოდა 14 სოფელი: ერკეთი, ნაბეღლავი, ონჭიქეთი, საყვავისტყე, ციხე, შუბანი, იანეული, ხევი, ქვაბღა, ბჟოლიეთი, ბუქსიეთი, თავპანტა, ბუკისციხე, გაგამერია. 1880-იან წლებში ერკეთში 8-15 ნოემბერს იმართებოდა ბაზრობა. 1893 წელს სოფელში დაიბადა პლატონ კეშელავა.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1874 | 2205 | ||
1883[2] | ![]() |
||
1893[3] | ![]() |
||
1900[4] | ![]() |
3137 | 2832 |
1908[5] | ![]() |
2784 | 3157 |
1914 | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 195.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ სიხარულიძე ი. „ერკეთი“ // „ალიონი“ : გაზეთი, 2007, № 18, გვ. 3.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 356
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1910 год