შქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შქერი
Pontische rododendron bloemen (Rhododendron ponticum).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: მანანასებრნი
ლათინური სახელი
Rhododendron ponticum

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



შქერი (ლათ. Rhododendron ponticum) — მარადმწვანე მაღალი, ზოგჯერ ნახევრად გართხმული ბუჩქი მანანასებრთა ოჯახისა. სიმაღლე 3-4 მ. ტყავისებრი მოგრძო ლანცეტა ფოთლები და საკმაოდ ლამაზი მოიისფრო მეწამული ყვავილები აქვს. ყვავილობს მაის-ივნისში, ზოგჯერ, თუ თბილი შემოდგომაა, მერედ აყვავდება ხოლმე ოქტომბერშიც. უმთავრესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში — კოლხეთში. მესამეული ფლორის რელიქტია. იზრდება ქვეტყედ, ზღვის დონიდან 1800 მ-მდე, ფოთლოვან ტყეებში; ხშირად ქმნის თავისებურ ფორმაციას — შქერიანს. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს სახარატო საქმეში იყენებენ. დეკორატიული მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შქერი&oldid=2406980“-დან