შინაარსზე გადასვლა

არჩვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  არჩვი
სახეობა:  არჩვი
ლათინური სახელი
Rupicapra rupicapra (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 39255
გავრცელება

არჩვი, ფსიტი (ლათ. Rupicapra rupicapra) — ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან — 75-85 სმ. წონა 40 კგ-მდე. 20 სმ-მდე სიგრძის, სწორად აღმართული, ბოლოში მოკაუჭებული რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. ვაცი უფრო დიდია და მურა. რქების უკან აქვთ ჯირკვლები, საიდანაც ხურაობის პერიოდში (ოქტომბრიდან დეკემბრამდე) გამოიყოფა სპეციფიკური სუნის სეკრეტი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოშიკავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra caucasica), იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს. სქესობრივ სიმწიფეს 2 წლისა აღწევს, ზრდას 3 წლისა ამთავრებს, ცოცხლობს 25 წლამდე.