ლობოროტის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლობოროტის ქედიმესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება, მდინარეების წაბლარასწყლის (ხანისწყლის მარცხენა შენაკადი), სუფსისა და სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფი. მერიდიანული მიმართულებისაა, იწყება მწვერვალ მეფისწყაროდან, გამოიყოფა გურიის (ნიგოეთის) და შუაგორის შტოქედები. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექსიებით, ტუფებითა და ანდეზიტური განფენით. კალთები ციცაბო და ძლიერ დაღარული აქვს, თხემი — ფართო. ქედზე აღმართულია მწვერვალები: დიდი ლობოროტი (2730 მ), პატარა ლობოროტი (2415 მ), თაფლოვანი (2323 მ), შუაგორა (2268 მ), ლამაზგორა (2174 მ) და სხვა. კალთები ქვემოთ შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით, ზემოთ წიფლნარ-მუქწიწვოვნებით. თხემზე სუბალპური ლიხი და ალპური მდელოებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]