შუბანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სოფელი | |
---|---|
შუბანი | |
![]() შუბანის ეკლესია | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ერკეთი |
კოორდინატები | 41°58′16″ ჩ. გ. 42°15′42″ ა. გ. / 41.97111° ჩ. გ. 42.26167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 380 მ |
მოსახლეობა | 129[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
შუბანი — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერკეთის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 380 მ, ჩოხატაურიდან 7 კმ., საჯავახოდან 27 კმ., ზემო ერკეთიდან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 129 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 272 | ||
2002[3] | ![]() |
73 | 71 |
2014[1] | ![]() |
61 | 68 |
ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში დგას XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია. აშენებულია 1893-96 წლებში. ნაგებია თლილი ქვით, მსხვილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში და გამოყოფილია ოდნავ შვერილი პროფილით. ოთხწახნაგოვანი კედლები დასრულებულია ერთი მთლიანი აბსიდით. ეკლესიის დასავლეთით იდგა სამრეკლოს ნანგრევები. ტაძრში დაცულია წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება, რელიეფის ორივე მხარეს არის მხედრული წარწერა. ეკლესია რეკონსტრუირებულია. მინიჭებული აქვს კულტურის ძეგლის სტატუსი.[4]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 54.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10825
|