შინაარსზე გადასვლა

მოლაღური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოლაღური

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  Oriolidae
გვარი:  Oriolus
სახეობა:  მოლაღური
ლათინური სახელი
Oriolus oriolus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103692938

მოლაღური, გულყვითელა[1] (ლათ. Oriolus oriolus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სახეულის სიგრძე 25 სმ-ს აღწევს. მამალს მოოქროსფრო-ყვითელი შავნარევი ბუმბული აქვს, დედალსა და ახალგაზრდა მოლაღურს — მომწვანო. მკერდზე ლაქები აყრია. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში ბევრ ადგილას გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი. ბუდეს იკეთებს ხეებზე. იკვებება მწერებით, უფრო იშვიათად კენკრით. მისი გალობა ფლეიტის ხმას ჰგავს, ხმამაღლა სტვენა კი — კატის კნავილს. ხალხური სახელწოდება ბიჭო-გოგია.

  1. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოლაღური