შუა ამაღლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
შუა ამაღლება
Udabno.church.guria.JPG
უდაბნოს მონასტერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი შუა ამაღლება
კოორდინატები 42°02′07″ ჩ. გ. 42°12′40″ ა. გ. / 42.03528° ჩ. გ. 42.21111° ა. გ. / 42.03528; 42.21111
ადრეული სახელები შუა განახლება
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 735[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შუა ამაღლება — საქართველო
შუა ამაღლება
შუა ამაღლება — გურიის მხარე
შუა ამაღლება

შუა ამაღლება, ყოფ. შუა განახლებასოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი შუა ამაღლება). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ, ჩოხატაურიდან 4 კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 24 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, დგას ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია. სოფელში ამზადებენ ქვის კეცებს. სოფლის ცენტრში დგას ეკლესია და სიმონა დოლიძის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი შუა ამაღლება შედიოდა ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში სოფლებთან ამაღლებასთან, ზემო და ქვემო ამაღლებასთან ერთად. საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ და ეწოდა შუა განახლება. 1954—1986 წლებში შუა განახლების სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფელი გოგოლესუბანი. 2012 წელს ეწოდა კვლავ ძველი სახელი.[2]

უდაბნოს მონასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ჩრდილოეთით, ბურნათის მთაზე, მდებარეობს უდაბნოს მონასტერი. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის. მონასტრის ერთი ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. არქიტექტურული მონაცემებით ის VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება.

აბანოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910-იან წლებში სოფელში, თავად ერისთავის მამულში, აღმოჩნდა სამკურნალო მინერალური წყალი. 1950-80-იან წლებში მინერალურ წყალზე მოქმედებდა აბანოები, რომლებიც გამოიყენებოდა რევმატული, სახსრების, კანის, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 834
2002[4] Increase2.svg 913 435 478
2014[1] Decrease2.svg 735 353 382

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადნენ:

  • მიხეილ ჯიბუტი (დ. 1954) — ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]