ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი
იერსახე
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი | |
---|---|
41°58′00″ ჩ. გ. 42°13′00″ ა. გ. / 41.96667° ჩ. გ. 42.21667° ა. გ. | |
დაარსდა | 1988 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ზენობანი |
სტატუსი | მემორიალური |
ექსპონატი | 303 |
ვიზიტორები | 2900 |
დირექტორი | თამაზ ჩიგოგიძე |
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი — ნოდარ დუმბაძის მემორიალური მუზეუმი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობანში. მუზეუმი ექვემდებარება ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანებას. მასში დაცულია ნოდარ დუმბაძის ხელნაწერები, სამახსოვრო ნივთები, გამოცემები. მუზეუმი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს.
მუზეუმი დგას ნოდარ დუმბაძის ბებიისა და ბაბუის სახლის პირდაპირ, იმ ადგილას, რომელიც დუმბაძეს განსაკუთრებით უყვარდა და სადაც მას სახლის აშენება სურდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|