გურიის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურიის ქედი
გურიის ქედი
გურიის ქედი
კოორდინატები: 42°03′44″ ჩ. გ. 42°03′45″ ა. გ. / 42.06222° ჩ. გ. 42.06250° ა. გ. / 42.06222; 42.06250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ბურნარ-საცხვარო
სიმაღლე 678 
ამგებელი ქანები შუა და ზედა მესამეული ნალექები
გურიის ქედი — საქართველო
გურიის ქედი

გურიის ქედი, გურიის სერი, ნიგოითის სერი — ქედი საქართველოში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოება. განფენილია ლანჩხუთის, ოზურგეთის, სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის სამხრეთ კიდეზე და აღმოსავლეთისაკენ გრძელდება სამხრეთ იმერეთის მთისწინა სერში.[1] გურიის ქედის თხემის აბსოლუტური სიმაღლე აღმოსავლეთისაკენ მატულობს. მდინარე სუფსის გამკვეთი ხეობის მიდამოებში ეს სიმაღლე 150-200 მ-ით განისაზღვრება, ხოლო ოზურგეთისა და ჩოხატაურის გრძედებზე 500-700 აღწევს. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 678 მ (მთა ბურნარ-საცხვარო). აღმართულია აგრეთვე მთები: ბურნათი (498 მ), ტალახა (667 მ), საირაო (475 მ), სამება (522 მ). დამახასიათებელია ტექტონიკურ-ეროზიული რელიეფი. ქედის შუა მონაკვეთი საირაოს სერის სახელწოდებით არის ცნობილი. ქედის კალთები ციცაბოა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში. აგებულია შუა და ზედა მესამეული ნალექებით. გარღვეულია ორი გამკვეთი ხეობით.[1] დასავლეთით ასეთი ხეობა სუფსის გამომუშავებულია, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ხევისწყლის. გურიის ქედის სამხრეთით მასსა და მესხეთის ქედის ჩრდილო კალთებს შორის, მდებარეობს გურიის ტაფობი, რომელიც აგრეთვე შუა და ზედა მესამეული ნალექებითაა აგებული.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქართველო: ცოდნა, გვ. 250-251 თბ. 1964.