შინაარსზე გადასვლა

ფარცხმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარცხმა — ადმინისტრაციული ერთეული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მოიცავს სოფლებს ზემო ფარცხმა და შუა ფარცხმა.

XIX საუკუნეში ფარცხმა წარმოადგენდა სასოფლო საზოგადოებას, რომელიც მოიცავდა სოფლებს ზემო ფარცხმა, შუა ფარცხმა და ქვემო ფარცხმას (ახლანდ. გოგოლესუბანი). 1898 წელს ფარცხმაში გაიხსნა ბიბლიოთეკა.[1] 1902 წელს ფარცხმის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდა 2349 ადამიანი. 1908 წელს ქვემო ფარცხმას ეწოდა გოგოლესუბანი. 1930 წელს ფარცხმის საზოგადოება დაიყო გოგოლესუბნის, ფარცხმის და ჩოხატაურის სასოფლო საბჭოებად.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალიზემო ფარცხმაშუა ფარცხმაქვემო ფარცხმა
1902[2]234912001149
1908[3] 262314271196612470
2002 1547875672-
2014 1373720653-

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]