შუა სურების წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუა სურების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°58′20″ ჩ. გ. 42°23′53″ ა. გ. / 41.97222° ჩ. გ. 42.39806° ა. გ. / 41.97222; 42.39806
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა შუა სურები
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა შემოქმედის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული ეკლესია

შუა სურების წმინდა გიორგის ეკლესია — ისტორიული ძეგლი, მართლმადიდებლური ტაძარი გურიაში, სურების ხეობაში. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურების ცენტრში, სამანქანო გზის ჩრდილოეთით, შემაღლებულ ფერდობზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა სურებში მდგარი წმინდა გიორგის ტაძარი ლომისკარელად იწოდებოდა. ტაძარი ერისთავ-შარვაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ, ზაალმა წმინდა გიორგი ლომისკარელის სამწყსო უბოძა ტრაპაიძეებს. ანიზდარ ტრაპაიძეს განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ტაძარში დაცული იყო ადგილობრივთა წარმოდგენით სასწაულმოქმედი ლომისკარელის ხატი. თუ ვინმე რაიმეს დაკარგავდა, ან მოჰპარავდნენ, დამნაშავეს ამ ხატზე გადასცემდა. შემდგომ ლომისკარელის ხატი სოფელ ბუკისციხეში იყო დასვენებული, საიდანაც ის გაიტაცეს 1905 წლის რევოლუციის დროს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზული ეკლესია ხისაა. დაფუძნებულია ქვის შემზადებაზე, რომლის ზედაპირი მართკუთხა ბრტყელი ფილებითაა მოკირწყლული და ეს უკანასკნელი ეკლესიის იატაკს წარმოადგენს. ხუთწახნაგიან შვერლ აფსიდაზე გაჭრილია ხუთი ფანჯარა. წინა სამ წახნაგზე შეისრული, ხის სადა თავსართით მორთული ფანჯრებია გაჭრილი. გვერდებზე კი — მარათკუთხა ფანჯრებია, რომელთა თავიც მოხატულია მცენარეული ორნამენტებით. ინტერიერი გარდა აფსიდში არსებული სარკმლებისა, ნათდება სამივე მხარეს გაჭრილი კარებებიდან და ორ-ორი ფანჯრებიდან შემომავალი სინათლით. ინტერიერის ცენტრში დგას წიბოებ-თლილი ორი სვეტი რომელზეც გადანაწილებულია გადახურვის კონსტრუქციის წონა. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან მოწყობილ ქვის პლატფორმას უერთდება ხუთ საფეხურიანი კიბე. ამავე პლათფორმაზე განლაგებულია ქვის ბაზისებზე დაფუძნებული, ოთხი, წიბოებ-თლილი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა გადახურვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20769