ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაღლება.
სოფელი
ამაღლება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ამაღლება
კოორდინატები 42°02′10″ ჩ. გ. 42°11′28″ ა. გ. / 42.03611° ჩ. გ. 42.19111° ა. გ. / 42.03611; 42.19111
ადრეული სახელები განახლება
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 598[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ამაღლება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ამაღლება (2010 წლის 16 ნოემბრამდე„განახლება“[3]) — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ამაღლება, სამება). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 200 მ. სოფელში არის საჯარო სკოლა[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, ხოლო 1914 წელს — სოფლის ბიბლიოთეკა. ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში 1883 წელს ცხოვრობდა 2212 ადამიანი, იდგა 5 ეკლესია და მოქმედებდა ერთი, გურიის უდაბნოს მონასტერი. 1902 წელს საზოგადოებაში ცხოვრობდა 4215 ადამიანი. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[5]1914 წელს ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდა 4501 ადამიანი.[6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 598 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[7] 374
2002[2] Increase2.svg 684 323 361
2014[1] Decrease2.svg 598 284 314

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადნენ:

ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ იდგა ეკლესია რომლის ადგილას ამჟამად არის საფლავები. შემორჩენილია ძველი ეკლესიის ფრაგმენტები და საფლავის ქვები. ერთერთ ფრაგმენტზე გამოსახულია ორნამენტი და ჯვარი, ასევეა ქვის ფრაგმენტი რომელზეც დასხმულია ცემენტი და ნახევრად ფარავს ქვაზე გამოსახულ ორნამენტს.[8]

სოფელის ცენტრში ასევე იდგა ძველი ეკლესია. შემორჩენილია ძველი ეკლესიის ქვები. ამ ქვების ნაწილით აუშენებიათ სკოლა, რომელიც შემდეგ დაანგრიეს. იქვე არის შენობა რომელიც ასევე აუშენებიათ ამ ეკლესიის ქვებით. ამჟამად დარჩენილია ძველი ქვით ნაშენი შენობის ერთი გვერდი და უკანა მხარე, სადაც ორ ადგილას იკითხება ქვის ჩუქურთმებიანი ფრაგმენტები. ასევე ამ ძველი ეკლესიის ქვები გამოუყენებიათ საავადმყოფოს მშენებლობაზე.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]