ქვემო ხეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ქვემო ხეთი
Sachamiaseri.jpg
ტაძარი და მემორიალი სოფლის ცენტრში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი საჭამიასერი
კოორდინატები 42°02′26″ ჩ. გ. 42°20′36″ ა. გ. / 42.04056° ჩ. გ. 42.34333° ა. გ. / 42.04056; 42.34333
ცენტრის სიმაღლე 320
მოსახლეობა 380[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ქვემო ხეთი — საქართველო
ქვემო ხეთი
ქვემო ხეთი — გურიის მხარე
ქვემო ხეთი

ქვემო ხეთი — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საჭამიასერის თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ხეთი, კალაგონი, მამულაური, ჩომეთი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 320 მ., ჩოხატაურიდან 16 კმ., საჯავახოდან 14 კმ. სოფლის ცენტრში შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი. ტაძრის მიმდებარედ არის დიდი სამამულო ომის მონაწილეთა მემორიალი და ნაძვის კორომი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 380 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 529 256 273
2014[1] Decrease2.svg 380 189 191

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემო ხეთი შედიოდა ნონეიშვილების სასოფლო საზოგადოებაში. 1870-იან წლებში სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 117 კომლს. სოფელთან ახლოს, საწაბლიოს ქედის ძირში, ჭყორენძუისწყლის შენაკადზე, რომელსაც ჭილაძის წყალს ეძახიან, შემორჩენილი იყო თლილი ქვით ნაგები კვადრატული ფორმის აუზი, რომელსაც ჭილაძის სათევზავი ჰქვია. ის ეკუთვნოდა საჯავახოს მფლობელ ჭილაძეებს. სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ქვის ვრცელი ეკლესია[3]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მოქმედებდა ღვინის ქარხანა. გავრცელებული კულტურებია სიმინდი და ვაზი, კერძოდ ცოლიკოური. სოფელი ასფალტირებული გზით უკავშირდება დაბა ჩოხატაურს, საავტობუსო მიმოსვლით უკავშირდება ჩოხატაურს, ბათუმს, სამტრედიას, თბილისს. სოფელში არის საბავშვო ბაღი[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.192-194 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  4. ახალი საბავშვო ბაღი