ჩომეთი
სოფელი | |
---|---|
ჩომეთი | |
ჩომეთის განძი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | საჭამიასერი |
კოორდინატები | 42°02′29″ ჩ. გ. 42°21′09″ ა. გ. / 42.04139° ჩ. გ. 42.35250° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
მოსახლეობა | 174[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჩომეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საჭამიასერის თემში (სოფლები: კალაგონი, მამულარი, ქვემო ხეთი, ჩომეთი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 280 მ., ჩოხატაურიდან 18 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 15 კმ., ქვემო ხეთიდან 2 კმ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1928 წელს სოფელ ჩომეთთან აღმოჩნდა ძვ. წ. V-IV საუკუნეების კოლხური ტრიბოლების განძი, რომელიც თიხის ჭურჭელში იყო თავმოყრილი. განძი შედგებოდა 380 კოლხური ტრიბოლისა და დამტვრეული ვერცხლის სამაჯურისაგან. განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია.[2] სოფელში განვითარებული იყო მევენახეობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 543 | ||
1911[4] | 792 | ||
2002[5] | 336 | 159 | 177 |
2014[1] | 174 | 92 | 82 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 148.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 222 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|