შინაარსზე გადასვლა

დაბლაციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: დაბლა ციხე.
სოფელი
დაბლაციხე

სოფლის ხედი ერკეთის მონასტრიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი დაბლაციხე
კოორდინატები 42°00′32″ ჩ. გ. 42°16′16″ ა. გ. / 42.00889° ჩ. გ. 42.27111° ა. გ. / 42.00889; 42.27111
ცენტრის სიმაღლე 220
მოსახლეობა 279[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დაბლაციხე — საქართველო
დაბლაციხე
დაბლაციხე — გურიის მხარე
დაბლაციხე
დაბლაციხე — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
დაბლაციხე

დაბლაციხესოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დაბლაციხე, საყვავისტყე).

მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეს, გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 4 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 24 კმ. სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ნიკო მარის სახლ-მუზეუმი, საჯარო სკოლა.[2]

დაბლაციხეს ადრე საყვავისტყე ეწოდებოდა, შემდეგ მის ერთ ნაწილს, რომელიც ბუკისციხის ქვემოთ მდებარეობს, დაბლაციხე უწოდეს. სოფელში ნაპოვნია ძვ. წ. II ათასწლლეულის დასასრულის – I ათასწლეულის დასაწყისის კოლხური ცული (დ. ქორიძისეული IV სახეობა), რომელიც დაცულია ჩოხატაურის მუზეუმში. გვიან შუა საუკუნეებში თავად გურიის ერისთავთა მფლობელობაში იყო.1820-იან წლებში გურიის ხელისუფლების მიწვევით სოფელში მეურნეობა მოაწყო შოტლანდიელმა იაკობ მარმა. შედიოდა ერკეთის სასოფლო საზოგადოებაში. 1899 წელს ძმებმა შარაშიძეებმა დააარსეს სამეურნეო სკოლა.[3] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 369 171 198
2014[1] 279 140 139

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]