შინაარსზე გადასვლა

ზემო ერკეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ერკეთი

სოფლის ხედი მონასტრიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ერკეთი
კოორდინატები 41°59′17″ ჩ. გ. 42°15′58″ ა. გ. / 41.98806° ჩ. გ. 42.26611° ა. გ. / 41.98806; 42.26611
დაარსდა IX საუკუნე
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ადრეული სახელები ერკეთი
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 216[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ერკეთი — საქართველო
ზემო ერკეთი
ზემო ერკეთი — გურიის მხარე
ზემო ერკეთი
ზემო ერკეთი — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ზემო ერკეთი

ზემო ერკეთისოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), ერკეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზემო ერკეთი, ქვემო ერკეთი, ზემო ონჭიქეთი, ქვემო ონჭიქეთი, შუბანი).

მდებარეობს სუფსის ვაკეზე, მდ. სუფსის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 200 მ-ზე, ჩოხატაურიდან 10 კმ-ში, საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 27 კმ-ში. სოფელში დგას საჯარო სკოლა.

სოფლის მახლობლად, მდ. გუბაზეულის მარჯვენა მხარეს, გორაკზე მდებარეობს IX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია. ეკლესიაში შემორჩენილი არის IX საუკუნის კარი და ფრესკები. ამჟამად მოქმედებს დედათა მონასტერი.

სოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები. გადმოცემის თანახმად ციხე ზარზმიდან გადმოსული სამი ძმის აშენებული იყო. ძმებმა სოფელ ხევში დაამზადეს ასაშენებელი ქვები. 4 კილომეტრზე ხალხი იყო გადაჭიმული და ერთმანეთს ხელიდან ხელში აძლევდნენ ქვას. ბევრი კვდებოდა. პირველად ქვის პირველი ამღები მომკვდარა. ერთი ძმა დაბრუნდა ზარზმას, ზოგი ამბობდა ქობულეთში წავიდაო, მეორე ხევში წასულა, ელიე რომელსაც ერქვა. სწორედ იმ ელიეს ნაშიერია ახლანდელი ხევში მცხოვრები ელიეშვილები. დავითი დარჩენილა ერკეთში მგალობლად, სწორედ ამ მგალობლიშვილის შთამომავლების ეზოშია ამჟამად ციხის ნანგრევები. გადმოცემით, თამარ მეფე შესაძლოა ამ ციხეში იყოს დამარხული.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 216 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1908[2]746
1911[3] 1012
2002[4] 238110128
2014[1] 21696120