ზურაბ პოლოლიკაშვილი
იერსახე
| ზურაბ პოლოლიკაშვილი | |
| მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 1 იანვარი, 2018 |
| წინამორბედი | ტალებ რიფაი |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 27 აგვისტო 2009 – 3 ივლისი 2011 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური |
| წინამორბედი | ლაშა ჟვანია |
| მემკვიდრე | ვერა ქობალია |
| დაბადებული | 12 იანვარი, 1977 თბილისი, |
| მოქალაქეობა | საქართველო |
| ეროვნება | ქართველი |
| შვილები | სამი შვილი |
| პროფესია | ეკონომისტი |
| რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
ზურაბ პოლოლიკაშვილი (დ. 12 იანვარი, 1977, თბილისი) — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების მინისტრი 2009–2011 წლებში. 2018 წლის 1 იანვრიდან არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1994–1998 სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტზე
- 2008–2009 წლებში IE Business School-ში (მადრიდში, ესპანეთი) გაიარა პროგრამა Global Senior Management Program (GSMP).
სამუშაო გამოცდილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კერძო სექტორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1997–2001 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკში საერთაშორისო ოპერაციების მენეჯერად;
- 2001–2005 წლებში იყო თიბისი ბანკის სათავო ოფისის დირექტორი;
- 2001–2011 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი;
- 2010–2011 თიბისი ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი
საჯარო სექტორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2005–2006 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ზედამხედველობდა ადმინისტრაციულ, საბიუჯეტო, ფინანსურ, საკონსულო საკითხებსა და ადამიანური რესურსების მართვას;
- 2006–2009 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში, ანდორაში, ალჟირსა და მაროკოში; ამავე დროს, იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში.
- 2009–2010 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი'
- 2018 წლის პირველი იანვრიდან არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. პოლოლიკაშვილი თანამდებობაზე ორგანიზაციის 22-ე ასამბლეამ აირჩია. 2021 წელს ამ თანამდებობაზე ის მეორე ვადით (2022-2025) აირჩიეს. პოლოლიკაშვილი ორგანიზაციას COVID-19-ის პანდემიის პერიოდშიც ხელმძღვანელობდა.
ჯილდოები და აღიარებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2017: მონტევიდეოს საპატიო მოქალაქე, ურუგვაი;[1]
- 2018: სეულის საპატიო მოქალაქე, სამხრეთ კორეა;[2]
- 2021: ხელახლა აირჩიეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად (მეორე ვადით, 2022-2025);[3]
- 2022: სტუმართმოყვარეობის საერთაშორისო ინსტიტუტმა დაასახელა გლობალური სტუმართმოყვარეობის სეგმენტში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის;[4]
- 2024: აბრეშუმის გზის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (უზბეკეთი) საპატიო პროფესორის ტიტული მიანიჭა;[5]
- 2025: ტურიზმის მენეჯმენტის საპატიო დოქტორი — ნამიბიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (NUST).[6]
სხვა ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფლობს რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იაპონურ, პოლონურ და ესპანურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ agenda.ge
- ↑ International tour body head named Seoul honorary citizen
- ↑ Zurab Pololikashvili, Secretary-General of the UN Tourism
- ↑ Transforming Tourism: How Zurab Pololikashvili is Leading the Recovery
- ↑ univ-silkroad.uz[მკვდარი ბმული]
- ↑ NUST to Confer Honorary Doctorate on UN Tourism Secretary-General