იამუსუკროს ღვთისმშობლის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Basilica of Our Lady of Peace Yamoussoukro.jpg
იამუსუკროს ღვთისმშობლის ტაძარი

მშვიდობის ღვთისმშობლის ბაზილიკა იამუსუკროში (Basilique de Notre Dame de la Paix de Yamoussoukro) — რომაული კათოლიკური ეკლესია იამუსუკროში, კოტ-დ’ივუარის ადმინისტრაციულ დედაქალაქში. ბაზილიკა, რომელსაც ხშირად მსოფლიოში უდიდეს ქრისტიანულ ეკლესიად მოიხსენიებენ, 1985-1989 წლებში აშენდა და 300 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ტაძარი ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკის ნიმუშზე შეიქმნა. საძირკველი ჩაიყარა 1985 წლის 10 აგვისტოს, ხოლო 1990 წლის 10 სექტემბერს საზეიმოდ კურთხეულ იქნა რომის პაპის იოანე პავლე II-ის მიერ.

ბაზილიკა საკათედრო ტაძარი არ არის. ახლომდებარე წმინდა ავგუსტინეს კათედრალი მთავარი ღვთისმსახურების ადგილია და იამუსუკროს ეპისკოპოსის სატახტო ტაძარი.

გინესის რეკორდების წიგნში ის მსოფლიოს უდიდეს ეკლესიად არის მოხსენიებული, რითაც მან წინა რეკორსდმენი წმინდა პეტრეს ბაზილიკას გაუსწრო დასრულების ჟამს. თუმცა მასში მხოლოდ 18000 მლოცველი ეტევა, წმინდა პეტრეს 60.000-ის ნაცვლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Basilica of Our Lady of Peace photos 2008
  • Ellis, David (2007-01-24). „The President and the Basilica“. The Epoch Times.
  • Abidjan.net. (2002)La Basilique Notre-Dame-de-la-Paix de Yamoussoukro French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-30. ციტირების თარიღი: 2009-01-06.